2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის სუფთა მოგებამ 5.4 მილიარდი მანეთი შეადგინა

2020 წლის შედეგებით აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის სუფთა მოგებამ  შეადგინა 5 მილიარდი 360.109 მილიონი მანეთი, რაც 24.2%-ით მეტია  2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის 2020 წლის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წელს სახელმწიფო სანავთობო ფონდის ოპერაციულმა შემოსავალმა შეადგინა 5 მილიარდ 327.956 მილიონი მანეთი (ზრდა 19.9%).

2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის აქტივები მანათის ექვივალენტში გაიზარდა 0.1%–ით – 74 მილიარდ 403.293 მილიონ მანათამდე. მათ შორის, ფონდის მიმდინარე აქტივები გაიზარდა 1.2%-ით – 71 მილიარდ 442.977 მილიონ მანათამდე, გრძელვადიანი აქტივები – შემცირდა 19.8%-ით – 2 მილიარდ 960.316 მილიონ მანეთამდე.

სახელმწიფო სანავთობო ფონდის ვალდებულებები შემცირდა 41% -ით  642.334 მილიონ მანათამდე.

2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის კაპიტალი გაიზარდა 0.7%-ით 73 მილიარდ 760.959 მილიონ მანათამდე, მათ შორის კაპიტალდაბანდებებმა შეადგინა 32 მილიარდ 507.771 მილიონი მანეთი (შემცირება 13.4%-ით).

აზერბაიჯანის სანავთობო ფონდში, რომელიც 1999 წლის დეკემბერში შეიქმნა, ხდება სანავთობო კონტრაქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების შეგროვება.

 

Leave a Reply