რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობის ექსპორტის კუთხით

რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოცულობის კუთხით.

ივნისში, რუსეთის ფედერაციამ ამერიკას 25,43 მილიონი ბარელი საწვავი მიაწოდა. ექსპორტის უმეტესი ნაწილი ნავთობპროდუქტებზე მოდის, თავად ნავთობის ექსპორტმა კი მხოლოდ 8.47 მილიონი ბარელი შეადგინა.

აშშ-ში ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ივნისში, პირველ ადგილს კანადა (137.57 მილიონი ბარელი) იკავებდა, მესამე ადგილს კი – მექსიკა (23.65 მილიონი ბარელი).

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply