თვის მიმოხილვაში ეროვნული ბანკი ორნიშნა ინფლაციის მიზებს განმარტავს და მთავარ ფაქტორად საწვავის ფასის ზრდას ასახელებს, რომელიც ბოლო 1 წელიწადში 57%-ით გაძვირდა. ბენზინის გაძვირებამ საერთო ინფლაცია 2.1%-ით გაზარდა.
კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე 1.7 პროცენტით აისახა. ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადის ზრდაა. ინფლაციაში გაძვირებული წყლისა და ბუნებრივი გაზის გადასახადი აისახა, ელექტოენერგიის კი არა. იანვრიდან 1 კვტ/სთ 3.5 თეთრით გაძვირდა, მაგრამ იმ ოჯახებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარენ, ასეთი კი აბონენტთა 95%-ა, სხვაობას მთავრობა ბიუჯეტიდან უსიბსიდირებს.