ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ეროვნული ბანკი: წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 2.6%-ით გაიზარდა

2021 წლის ივლისში საქონლის იმპორტი წლიურად 17.2 პროცენტით გაიზარდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის ზრდაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდა თურქმენეთი, რაც, ძირითადად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანას უკავშირდება.

აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარდა ნახშირბადიანი ფოლადისა და პორტლანდცემენტის, ხოლო უკრაინიდან ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინისა და სატელეფონო აპარატების გაზრდილმა შესყიდვებმა გამოიწვია.

დანარჩენი ქვეყნებიდან, კერძოდ, ბულგარეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, გერმანიიდან მსუბუქი ავტომობილების, ირანიდან პოლიმერებისა და კერამიკული ფილების, სერბეთიდან და ჩილედან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ჰონკონგიდან გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების,  ხოლო ჩინეთიდან იმუნური შრატებისა და წარმოებული ჰორმონების იმპორტი გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, იმპორტის შემცირება აშშ-დან მსუბუქი ავტომობილების, ხოლო ბრაზილიიდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანის კლებით არის გამოწვეული.

2021 წლის ივლისში, იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს, 9.1 პროცენტს, ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენდა, რომელთა ჯგუფმა იმპორტის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი 4.2 პპ შეიტანა.

Leave a Reply