გუშინ გაიმართა “ოპეკი +”-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა შეხვედრის მე-20 სხდომა. მონაწილეებმა განიხილეს ივლისის თვეში მოპოვებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ასევე განიხილეს ნავთობის მოპოვების გაზრდის გეგმები. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსნადრ ნოვაკის თქმით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში ნავთობის მოპოვების 400000 ბარელით/დღეში გაზრდასთან დაკავშირებით. ”რუსეთისთვის, ეს ნიშნავს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში ჩვენ დამატებით 100 ათასი ბარელით/დღეში აგვისტოს თვესთან შედარებით გავზრდით მოპოვებას,” – განმარტა ალექსანდრე ნოვაკმა.
ამრიგად, რუსეთი განაგრძობს ნავთობის მოპოვების სისტემატიურ აღდგენას, რომელიც შემცირდა კოროვირუსის პანდემიის გამო.
ნოვაკის განცხადებით, ოქტომბრის თვეში მოპოვება აღდგება 1.3 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც 2020 წლის მაისის დონის (2 მილიონი ბარელი) 65%-ს შეადგენს. “ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში, მაისის თვისთვის ჩვენ მივაღწევთ კრიზისამდე არსებულ დონეს “, – პროგნოზირებს ვიცე-პრემიერმა.