მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 114.3 ათასი ტონა დიზელის საწვავი შემიოტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 300 ტონით აღემატება. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა დიზელზე საქართველოს საჭიროებების 18.1% დააკმაყოფილა.
მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველომ საერთო ჯამში 631,4 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შეიძინა, რაც 23,1 ათასი ტონით მეტია წინა წელთან შედარებით.
საქართველოს საწვავის ძირითადი იმპორტიორები არიან თურქმენეთი (143.2 ათასი ტონა), რუმინეთი (131 ათასი ტონა) და რუსეთი (123.4 ათასი ტონა).