პოლიტიკა

ევროკავშირმა ენერგოპროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომიასიამ ევროკავშირის 2020 წლის განახლებადი ენერგიის მიზნების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის პროგრესის შუალედურ შეფასებას. განახლებადი ენერგიის დირექტივის თანახმად, პროგრესის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და უნდა მოახდინოს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების პროგრესის მონიტორინგი, იმ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მიზნების მიღწევის პროცესში, რომელიც გაწერილია განახლებადი ენერგიის დირექტივაში და რომელიც შემუშავებულ იქნა, როგორც 2009 წლის ევროკავშირის კლიმატისა და ...

Read More »
ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს სერიოზული დარტყმა მიაყენა

ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს სერიოზული დარტყმა მიაყენა

კახა კალაძის განმარტებით, ლარის კურსის ცვლილების გამო შესაბამისი კომპანიები და თბოელექტროსადგურები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია ტარიფების გაზრდა, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს დ მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. “ტარიფებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია და ალბათ მისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუმცა ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს. ამის გამო კომპანიები, თბოსადგურები ...

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული ბუნებრივი აირით მომარაგდება

ამჟამდ ბუნებრივი არით ევროპის მესამედს რუსეთი ამარაგებს თუმცა ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს და ამის მიღწევას თურქმენული ალტერნატივით აპირებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიამ გამოიწვია „ჩვენ გაგვაჩნია საკმაოდ ბევრი საერთო ინტერესი, თურქმენეთისთვის მნიშვნელოვანია ექსპორტის განვითარება ევროკავშირისთვის კი იმპორტის“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა თურქმენეთი, მსოფლიოში ბუნებრივი აირის რესურსების სიდიდით მეოთხე ქვეყანაა და რესურსების ასეთი სიჭარბე თურქმენეთს ექსპორტის დივერსიფიცირების ...

Read More »
ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენაში გაურკვევლობაა

ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების დადგენაში გაურკვევლობაა

საქართველო საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა თავისი ჰიდრორესურსებით. ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის ტექნიკური პოტენციალი დაახლოებით 80 მლრდ/კვტ.საათია თუმცა აქედან ეკონომიკური კუთხით საინტერესო მხოლოდ 40 მლრდ/კვტ.სთს აღწევს, ბუნებრივია ამხელა რესურსები აუცილებლად ასათვისებელია მაგრამ ჯერჯერობით დარგში პრობლემები საკმაოდ მრავლად არის, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდება. დარგში არსებული პრობლემებისა და ზოგადად საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების კონცეპტუალური ხედვები აქვს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე პრეზიდენტ ანზორ ჭითანავას, რომელსაც ამ დარგში საკმაოდ ...

Read More »
საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარდება

საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება

აბრეშუმის გზის ფორუმი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში – საორგანიზაციო საკითხები ღონისძიების მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც, პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფორუმის პირველ დღეს მაღალი რანგის სტუმრები პრეზენტაციებს გამართავენ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების საკითხზე; ასევე, მოეწყობა თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ. ღონისძიების მეორე დღე „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება; დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული ...

Read More »
თურქმენეთის ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირებისთვის სატრანზიტო თანამშრომლობა აუცილებელია

თურქმენეთის ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირებისთვის ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

საქართველოსა და თურქმენეთის სტრატეგიული ხედვები ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით აბსოლუტურად თანხვედრაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოში საპასუხო ვიზიტით ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა, წლის ბოლოს თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწროს. “ჩვენი შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობების გაღრმავებას რიგი ...

Read More »
ხუდონჰესი არის ერთ-ერთი მძლავრი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰესი რეგიონში

ხუდონჰესი არის ერთ-ერთი მძლავრი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰესი რეგიონში

ხუდონსესის მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია. ინვესტორი კომპანიის ინფორმაციით პროექტში იგეგმება სახელმწიფოს 20%-იანი მონაწილეობა, რაც საქართველო-იტალიის ენერგეტიკულ ბინზეს-ფორუმზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც დაადასტურა. კონკრეტულად რა სახის ცვლილებები არის ხუდონჰესის მემორანდუმში დაგეგმილი ამასტან დაკავშირებით კომპანია ტრანსელექტრიკას ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა საუბრობს რა ცვლილებები შევიდა თავდაპირველ ხელშეკრულებაში, რომელიც სახელმწიფოსთან გქონდათ გაფორმებული? როგორც ქვენყინს ვიცე-პემიერმა განაცხადა დასრულდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასა და საქართველოს ...

Read More »
ინვესტორებისთვის ჩვენი გული და კარი ღიაა

ინვესტორებისთვის ჩვენი გული და კარი ღიაა

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინვესტორებისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარი ღიაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “თი-ბი-სი” ბანკის სათაო ოფისში განაცხადა, სადაც მან საქართველო-იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გახსნა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ენერგეტიკულ განვითარებაზე. “ენერგეტიკული მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარგი ღიაა და ...

Read More »
ხუდონჰესის პროექტში სახელმწიფომ შეასაძლოა 20%–იანი წილი შეისყიდოს

ხუდონჰესის პროექტში სახელმწიფომ შეასაძლოა 20%–იანი წილი შეისყიდოს

ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა,  ნებისმიერ დროს კომპანიისგან 20% გამოისყიდოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ხუდონჰესი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია. “ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ მონაწილეობს სახელმწიფო. ამ შემთხვევაში შედგა მოლაპარაკება და სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მოახდინოს 20%-ის გამოსყიდვა კომპანიისგან, ეს იქნება დაწყებით ეტაპზე თუ პროექტის განხორციელების ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საქართველოზე გაზის ტრანზიტი ორი მილსადენით ხორციელდება: სამხრეთ- კავკასიური მილსადენით (SCP) და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით. სამხრეთ-კავკასიური მილსადენით, რომელიც ცნობილია, როგორც ბაქო- თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, აზერბაიჯანში, შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთში ტრანზიტი ხორციელდება. გაზსადენის სიგრძე 692 კმ, საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი – 249 კმ-ია. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი უმეტესწილად, ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად არის გაყვანილი. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. გაზსადენით, რომელიც ...

Read More »