ხუდონსესის მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია. ინვესტორი კომპანიის ინფორმაციით პროექტში იგეგმება სახელმწიფოს 20%-იანი მონაწილეობა, რაც საქართველო-იტალიის ენერგეტიკულ ბინზეს-ფორუმზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც დაადასტურა.
კონკრეტულად რა სახის ცვლილებები არის ხუდონჰესის მემორანდუმში დაგეგმილი ამასტან დაკავშირებით კომპანია ტრანსელექტრიკას ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა საუბრობს
რა ცვლილებები შევიდა თავდაპირველ ხელშეკრულებაში, რომელიც სახელმწიფოსთან გქონდათ გაფორმებული?
როგორც ქვენყინს ვიცე-პემიერმა განაცხადა დასრულდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის. შეთანხმება მიღწეულია და დოკუმენტი ფაქტობრივად მზადა ხელმოსაწერად. პირველი ცვლილება, რომელიც შევა თავდაპირველ ხელშეკრულებაში არის ის, რომ ხუდონჰესის გამომუშვაებული ენერგია მთლიანად მოხმარდება მხოლოდ საქართველოს ენერგოსისტემას.
მოგეხსენებათ, ხუდონჰესი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური რეგიონში, რომელსაც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ფუნქციები გააჩნია. ასე, რომ ეს ცვლილება მთლიანად ქვეყნისთვის არის წარმატების მომტანი. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო სახელმწიფოს ჩართულობას პროექტში. სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია 20%-ით შევიდეს ამ სტრატეგიულ პროექტში.
კონკრეტულად რას გულისხმობს ეს 20%-იანი თანამონაწილეობა?
კონრეტული პასუხის გაცემა ამ კითხვაზე არ შემიძლია, ვერ გეტყვით ზუსტად რომელი ორგანიზაცია იქნება ჩართული ამ პროექტში. თავიდან საუბარი იყო საპარტნიორო ფონდზე, თუმცა არც ეს ინფორმაციაა დადასტურებული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში სახელმიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ამ პოზიციას იკავებს ენერგეტიკის სამინისტროც. სწორედ ეს ურთიერთშეთანხმება გახდა 20%-იანი თანამონაწილეობის წინაპირობა.
გარკვეული პრობლემები იყო განსახლებასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის მოგვარება ინვესტორი კომპანიის პრეროგატივაა თუ ამ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა განსაზღვრავს თუ რამდენად პრიორიტეტულია აღნიშნული პროექტი. ასე რომ ნებისმიერ ქმედებაში, რაც პროექტის განვითარებას უკავშირდება, სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ისეთ მტკივნეულ საკითში, როგორიცაა მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემები.
რა ეტაპზეა ეს საკითხი ამჟამად ?
შესწავლითი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა კიდევ მრავალი კვლევა არის ჩასატარებელი. უბრალოდ, სანამ მემორანდუმზე ხელი არ იქნება მოწერილი არც კომპანიას და არც სახელმწიფოს სამუშაოებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს. ხელის მოწერის შემდეგ ყველა სამუშაო განახლდება, სადაც ინვესტორი კომპანია და სახელმწიფო ერთობლივი ძალებით განაგრძობენ მუშაობას.