ევროკავშირმა ენერგოპროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომიასიამ ევროკავშირის 2020 წლის განახლებადი ენერგიის მიზნების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის პროგრესის შუალედურ შეფასებას. განახლებადი ენერგიის დირექტივის თანახმად, პროგრესის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და უნდა მოახდინოს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების პროგრესის მონიტორინგი, იმ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მიზნების მიღწევის პროცესში, რომელიც გაწერილია განახლებადი ენერგიის დირექტივაში და რომელიც შემუშავებულ იქნა, როგორც 2009 წლის ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის პაკეტის ნაწილი. ეს მიზანი, პირველ რიგში, გულისხმობს 2020 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით განახლებადი ენერგიის 20%-იანი წილის მიღწევას მთლიან ენერგომოხმარებში. პროგრესის ანგარიში ასევე მოიცავს ტრანსპორტის ნაწილში განახლებადი ენერგიის 10%- იანი წილის მიღწევის შესაძლებლობისა და ბიოსაწვავის გამოყენების შეფასებას.

რეპორტში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი დასკვნები:

  • ევროკავშირის 25 ქვეყნისგან მოსალოდენლია 2013/2014 წლების განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა;
  • 2014 წელს განახლებადი ენერგიის პროგნოზირებადი წილი ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში 15.3%-ია;
  • ევროკავშირის 2020 წლის განახლებადების გეგმის შედეგად, CO2 2012 წლისთვის 326 ტონით, ხოლო 2013 წელს 388 ტონით შემცირდა;
  • გეგმის შედეგად ასევე შემცირდა ევროკავშირის მოთხოვნა წიაღისეულ საწვავზე 116 მლნ ტონამდე (2013 წლის მონაცემი);
  • 2014 წლის განახლებადების პროგნოზირებადი წილი ტრანსპორტში 5.7%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზნის მიღწევა რთული, თუმცა შესაძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი მიზანი მიღწეული იქნება, მხოლოდ რამოდენიმე წევრი ქვეყნის შესრულების ხარჯზე. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა დანია, გერმანია, იტალია, რუმინეთი და შვედეთი უკვე მიაღწიეს, ან გადააჭარბეს კიდეც თავიანთ ინდივიდუალურ მიზნებს. რაც შეეხება სხვა წევრ ქვეყნებს, მათ გაუჭირდებათ ამ გეგმის შესრულება, თუ არ შეიმუშავებენ ახალ პოლიტიკას. „ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ჰოლანიდამ, დიდმა ბრიტანეთმა და გარკვეულ წილად ბელგიამ და ესპანეთმა უნდა შეაფასონ, თუ რამდენადაა მათი პოლიტიკა და მექანიზმები განახლებადი ენერგიის მიზნების მისაღწევად ეფექტური და შესაბამისი“ – აღნიშნულია ანგარშში. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის განახლებადი ენერგიის წილი 2013 წელს 5.1% იყო, მაშინ, როდესაც ქვეყნის ინდივიდუალური მიზანი 2020 წლისთვის 15%-ს წარმოადგენს

„ანგარიში კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორი მიღწევები აქვს ევროპას განახლებადების კუთხით და რამდენად კარგია განახლებადები ევროპისთვის. ევროპაში სამჯერ უფრო მეტი განახლებადი ენერგია მოდის ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე მთლიან მსოფლიოში. ერთ მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული განახლებადი ენერგიის სექტორში, რომლის ღირებულებაც წლიურად 130 მლრდ ევროს შეადგენს. ჩვენ ყოველწლიურად 35 მლრდ ევროს ღირებულების განახლებადი ენერგიის ექსპორტს ვახდენთ“ – აღნიშნა ევროკომისარმა კლიმატური ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში მიგელ არიას კანიეტემ

ევროკავშირის მიერ განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისება 2001 წელს დაიწყო, როდესაც შემუშავდა განახლებადი ენერგიის გამოყენების მხარდამჭერი 21 დირექტივა. 2003 წელს მას მოჰყვა ბიოსაწვავისა და სხვა განახლებადი ენერგიის ტრანსპორტში გამოყენების დირექტივა

ევროსტატის თანახმად, 2013 წლის მონაცემებიში ევროკავშირის მიერ წარმოებული განახლებადი ენერგიის რესურსებიდან პირველი ადგილი ბიომასასა და ნარჩენებს უკავიათ (64.2%), შემდეგ მოდის ჰიდრო რესურსები (16.6%), ქარის ენერგია (10.5%) და მზის ენერგია (5.5%). დარჩენილი 3.1% უკავია გეოთერმულ ენერგიას, ხოლო დაახლოებით 1%-მდე გადანაწილებულია ტალღებისა და ოკეანის ენერგიაზე, რომელიც მხოლოდ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოიპოვება.

ენერგოდაიჯესტი

Leave a Reply