აბრეშუმის გზის ფორუმი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში – საორგანიზაციო საკითხები ღონისძიების მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც, პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფორუმის პირველ დღეს მაღალი რანგის სტუმრები პრეზენტაციებს გამართავენ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების საკითხზე; ასევე, მოეწყობა თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ. ღონისძიების მეორე დღე „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება; დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული საპროექტო წინადადებების განხილვა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენები და ინვესტორები ეწვევიან. „აბრეშუმის გზის“ ფორუმს თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.
აღნიშნული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მინისტრის განცხადებით აღნიშნული ფორუმი უპრეცენდენტო მასშტაბის იქნება
„პირველ დღეს გათვალისწინებულია ძირითადად მარალი რანგის სტუმრების პრეზენტაციები აბრეშუმის გზის აღორძინებაზე. ასევე რამოდენიმე პანელი იქნება გათვალისწინებული სადაც იქნება თემატიკის მიხედვით დაყოფილი. ეს იქნება ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, აბრეშუმის გზის ქვეკომპონენტები ეს იქნება პირველი მართლაც მაღალი დონის ფორუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდება“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გვირიკაშვილმა