2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული ბუნებრივი აირით მომარაგდება

ამჟამდ ბუნებრივი არით ევროპის მესამედს რუსეთი ამარაგებს თუმცა ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს და ამის მიღწევას თურქმენული ალტერნატივით აპირებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიამ გამოიწვია

„ჩვენ გაგვაჩნია საკმაოდ ბევრი საერთო ინტერესი, თურქმენეთისთვის მნიშვნელოვანია ექსპორტის განვითარება ევროკავშირისთვის კი იმპორტის“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა

თურქმენეთი, მსოფლიოში ბუნებრივი აირის რესურსების სიდიდით მეოთხე ქვეყანაა და რესურსების ასეთი სიჭარბე თურქმენეთს ექსპორტის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს.

ევროკომისიის გამართულ სამიტზე თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ენერგეტიკის მინისტრებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განიხილეს ტრანსკასპიური მილსადენის გეგმები. ევროკომისიის სამომავლო გეგმებში  ენერგეტიკული გაერთიანების შექმნაც შედის, რომლის მიზანიც ბაზარზე რუსეთის დომინანტური პოზიციის შეზღუდვა იქნება.  აგრეთვე, აღნიშნული გაერთიანება  მისი წევრი ქვეყნების უკეთეს კომუნუკაციაზე იქნება დაფუძნებული.

პოლიტიკური გადაწყვეტილება

პროექტის მიხედვით ევროპამ თუქმენული გაზი კასპიის ზღვის გავლით უნდა მიიღოს. ეს პროექტი ცნოლილია, როგორც „სამხრეთ გაზის დერეფანი“. პროექტი წლების განვალობაში შეჩერებული იყო პოლიტიკური, ეკოლოგიური და ფინანსური პრობლემების გამო. თუქმენეთის მონაწილეობამ, კი პროექტის დაწყება რეალური გახადა.

გასულ წელს თუქმენეთსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თურქმენეთს TANAP–ის გაზსადენი ბუნებრვი აირით უნდა მოემარაგებინა.

TANAP-ის პროექტთან დაკავშირებისთვის თურქმენეთი ვალდებულია ააგოს 300 კილომეტრიანი წყალქვეშა მილსადენი კასპიის ზღვაში. ასევე TANAP-ის პროექტის ფარგლებში იგეგმება მილსადების აშენება თურქეთი–საქართველოს საზღვრიდან თურქეთი–ბულგარეთისა და თურქეთი-საბერძნეთის საზღვამდე. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულება 2018 წლითვისათვის არის დაგეგმილი ხოლო შაჰდენიზიდან გაზის მიწოდების დაწყება 2019 წლისთვის.რაც შეეხება საბოლოოდ ევროპის თურქმენული ბუნებრივი აირით მომარაგებას, ნავარაუდებია, რომ  აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის გადაცემა 2020 წლისთვის უნდა იყოს შესაძლებელი.

თურქმენული ოფიციალური წყაროების გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები 10–დან 30 მილიარდ კუბურ მეტრზე  მიდიოდა.

დეტალები

ტრანსკასპიური პროექტის, სამუშაო ჯგუფის შექმნა ერთი თვის ვადაში იგეგმება. სამუშაო ჯგუფში გაერთიანდებიან პროექტში მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები და სხვა უცხოელი ექსპერტები.

„ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ სამუშაო ფორმატზე ევროკავშირსა და თურქმენეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ასევე გადაწყვეტილია პროექტში საქართველოს მოწვევაც, რადგან ის მნიშვნელოვანი ქვეყანაა „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა

ამ პროქტის მოწინააღმდეგეები რუსეთი და ირანი აღმოჩნდნენ, ძირითად მიზეზებად კი ეკოლოგიური დაბინძურება დაასახლეს.

reuters.com

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply