Author Archives: energy

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირის” ცნობით, 2021 წლის  19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.45 (- 1.78)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63.69(- 1.77)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ასმათის, დავარის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, კუკური გოგიაშვილის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას. ისნის ...

Read More »

4 000–მდე აბონენტს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

გლდანის რაიონში, ერთერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია. სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00 დან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს. კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე.

Read More »
აზერბაიჯანში წლის მეორე ნახევარში მძლავრი ენერგოობიექტი შევა ექსპლუატაციაში

ივლისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 9%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის ივლისში, ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოება შეადგენდა 2 მილიარდ 639.03 მლნ კვტ/სთ-ს, აქედან ექსპორტის წილი 153.5 მლნ კვტ/სთ-ი იყო, ხოლო, იმპორტის – 11.2 მლნ კვტ/სთ. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოება 244.2 მლნ კვტ/სთ-ით (8.5%) გაიზარდა, ექსპორტი – 46 მლნ კვტ/სთ-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 1.5 მლნ კვტ/სთ-ით. ხსენებულის შესახებ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ...

Read More »

“გაზპრომი” მზად არის Nord Stream 2-ის მეშვეობით, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელსვე მიაწოდოს ევროპას

თუ Nord Stream-2-ის მილსადენის მშენებლობა დასრულდება, “გაზპრომმა” შესაძლოა წელსვე დაიწყოს ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება. მიმდინარე წლის მოცულობა, სავარაუდოდ, 5.6 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. – უწყება “რია ნოვოსტი. გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობა, რომლის საერთო სიმძლავრეც წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია და რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში განახორციელებს “ცისფერი საწვავის” ტრანსპორტირებას, თითქმის 99%-ით დასრულებულია. აღნიშნული პროექტი ხორციელდება Nord Stream 2 AG–ის ...

Read More »

ევროკავშირის ენერგოწარმოებაში მზის ელექტროენერგიის წილმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

2021 წლის ივნის-ივლისში, მზის ელექტროენერგიის წილმა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამომუშავებულ მთლიან ელექტროენერგიაში 10%-ს მიაღწია. ენერგეტიკული კვლევითი სააგენტო Ember-ის თანახმად, აღნიშნული არის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ”ენერგეტიკული კვლევითი სააგენტო Ember-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებში, მზის პანელებმა პირველად გამოიმუშავეს წარმოებული ელექტროენერგიის მეათედი ევროკავშირის 27 ქვეყანაში” – განაცხადა კვლევთმა ცენტრმა. გარდა ამისა, ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში ...

Read More »

ნორვეგიის ნავთობის ფონდმა ნახევარ წელიწადში 111 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა 2021 წლის პირველ ექვს თვეში 111 მილიარდი დოლარი შეაგროვა, საფონდო აქციების ღირებულების ზრდის შედეგად გამომუშავებული მოგებიდან –  იტყობინება “როიტერი”. ”აქციებში ინვესტიციებმა ყველაზე დიდი პოზიტიურ წვლილს შეიტანეს მომგებიანობის კუთხით, განსაკუთრებით კი ინვესტიციებმა ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებში” – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ტანგენმა. საერთო ჯამში, “ნავთობის აუზის” აქციები 9.4 პროცენტით გაძვირდა. ენერგეტიკულ კომპანიებში ინვესტიციის ანაზღაურება 19.5 პროცენტი იყო. ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანი ადასტურებს IAEA-ის ცნობას, რომ მან უფრო ინტენსიურად დაიწყო ურანის მაღალ დონეზე გამდიდრება

ირანმა დაადასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშის დასკვნა, რომ ქვეყანამ უფრო ინტენსიური გახადა იარაღის დონის შესაბამისი ურანის გამდიდრება და ის 60 პროცენტამდე აიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საიდ ხატიბზადემ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი საერთაშორისო ატომური ხელშეკრულების განუხორციელებლობასა და აშშ-ის მხრიდან ირანისთვის სანქციების აღდგენაზე. როგორც კი დაინერგება 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის (NPT) ხელშეკრულების ...

Read More »

ჩინეთი გეგმავს შეაგროვოს მზის ენერგია კოსმოსში და გაგზავნოს დედამიწაზე

ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა ახალი სამეცნიერო გარღვევის შესახებ, რომელიც კოსმოსიდან მზის ენერგიის მოპოვების პროგრამის შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის საბოლოო მიზანი ორბიტაზე მომუშავე ელექტროსადგურების შექმნაა, რომლებიც შეაგროვებენ მზის ენერგიას 24 საათის განმავლობაში, გადააქცევენ მას ტალღებად და გადასცემენ დედამიწაზე მიმღებებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ქსელთან. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, 2021 წლის ბოლოს, ხსენებულ პროგრამის ფარგლებში, დაიწყება ენერგიის ტალღების შორ დისტანციებზე გადაცემის პირველი ექსპერიმენტები. იტყობინება South ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ცრუ ინფორმაციამ ევროპაში გაზის ფასი დააგდო

18 აგვისტოს, ევროპაში გაზის ფასი 10%-ით შემცირდა, რადგან გამოჩნდა ყალბი “ჩრდილოეთ ნაკადი 2-დან” გაზის მიღების შესახებ. გერმანიის გაზის სატრანსპორტო ოპერატორთან Gascade, რომელიც Nord Stream 2 EUGAL– ის სახმელეთო ფილიალს ემსახურება, გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Lubmin II-ის საზღვაო მაგისტრალიდან გასავლის წერტილში გაზის ფიზიკური მოცულობა მიიღეს. Gascade წარმომადგენელმა ინფორმაცია უკვე უარყო და განაცხადა, რომ ის არასწორი იყო. ახლა Gascade–ის მონაცემები ტრანსპორტირებას ისევ არ ...

Read More »