“გაზპრომი” მზად არის Nord Stream 2-ის მეშვეობით, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელსვე მიაწოდოს ევროპას

თუ Nord Stream-2-ის მილსადენის მშენებლობა დასრულდება, “გაზპრომმა” შესაძლოა წელსვე დაიწყოს ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება. მიმდინარე წლის მოცულობა, სავარაუდოდ, 5.6 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. – უწყება “რია ნოვოსტი.

გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობა, რომლის საერთო სიმძლავრეც წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია და რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში განახორციელებს “ცისფერი საწვავის” ტრანსპორტირებას, თითქმის 99%-ით დასრულებულია. აღნიშნული პროექტი ხორციელდება Nord Stream 2 AG–ის მიერ, რომლის ერთადერთი აქციონერიც  “გაზპრომია”. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall.

როგორც ცოტა ხნის წინ ავსტრიული OMV–ს ხელმძღვანელმა რაინერ სელემ განაცხადა, გაზსადენის მშენებლობის დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება. მან ასევე დაამატა, რომ პირველი ნაკადის გაშვება უკვე წელსაა შესაძლებელი.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply