აზერბაიჯანში წლის მეორე ნახევარში მძლავრი ენერგოობიექტი შევა ექსპლუატაციაში

ივლისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 9%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის ივლისში, ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოება შეადგენდა 2 მილიარდ 639.03 მლნ კვტ/სთ-ს, აქედან ექსპორტის წილი 153.5 მლნ კვტ/სთ-ი იყო, ხოლო, იმპორტის – 11.2 მლნ კვტ/სთ. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოება 244.2 მლნ კვტ/სთ-ით (8.5%) გაიზარდა, ექსპორტი – 46 მლნ კვტ/სთ-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 1.5 მლნ კვტ/სთ-ით.

ხსენებულის შესახებ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.

ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 498.5 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 15 მლრდ 845 მლნ კვტ/სთ შეადგინა .

საანგარიშო პერიოდში, გასული წლის 7 თვესთან შედარებით, თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 395,9 მლნ კვტ/სთ-დან – 14 მილიარდ 754,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. სხვა წყაროების მიერ წარმოებული ელექტროენერგია კი შემცირდა 0.3 მლნ კვტ/სთ-ით: 55,4 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს ქარის სადგურებმა, 32,2 მილიონი კვტ/სთ – მზის ელექტროსადგურებმა და 125,2 მილიონი კვტ/სთ – მყარი ნარჩენების გადამუშავებელმა საწარმოებმა.

საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა 822.4 მლნ კვტ/სთ, რაც 94.2 მლნ კვტ/სთ-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 152,3 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია ექსპორტირებულ იქნა ირანში; 109,1 მილიონი კვტ/სთ – თურქეთში; 56,1 მილიონი კვტ/სთ – რუსეთში და 504,9 მილიონი კვტ/სთ – საქართველოში.

მოცემულ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 100.1 მლნ კვტ/სთ, რაც 15.9 მლნ კვტ/სთ-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ირანიდან შემოვიდა 19,6 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, რუსეთიდან – 55,8 მილიონი კვტ/სთ, ხოლო საქართველოდან – 24,7 მილიონი კვტ/სთ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply