18 აგვისტოს, ევროპაში გაზის ფასი 10%-ით შემცირდა, რადგან გამოჩნდა ყალბი “ჩრდილოეთ ნაკადი 2-დან” გაზის მიღების შესახებ.
გერმანიის გაზის სატრანსპორტო ოპერატორთან Gascade, რომელიც Nord Stream 2 EUGAL– ის სახმელეთო ფილიალს ემსახურება, გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Lubmin II-ის საზღვაო მაგისტრალიდან გასავლის წერტილში გაზის ფიზიკური მოცულობა მიიღეს.
Gascade წარმომადგენელმა ინფორმაცია უკვე უარყო და განაცხადა, რომ ის არასწორი იყო. ახლა Gascade–ის მონაცემები ტრანსპორტირებას ისევ არ აჩვენებს.
ამ ინფორმაციის გამოჩენამ ევროპაში გაზის ფასი შეამცირა. ათასი კუბური მეტრის ღირებულება 570 დოლარიდან 515 დოლარამდე დაეცა.
წყარო: report.ge