4 000–მდე აბონენტს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

გლდანის რაიონში, ერთერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია.

სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00 დან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს.

კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე.

Leave a Reply