ნორვეგიის ნავთობის ფონდმა ნახევარ წელიწადში 111 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა 2021 წლის პირველ ექვს თვეში 111 მილიარდი დოლარი შეაგროვა, საფონდო აქციების ღირებულების ზრდის შედეგად გამომუშავებული მოგებიდან –  იტყობინება “როიტერი”.

”აქციებში ინვესტიციებმა ყველაზე დიდი პოზიტიურ წვლილს შეიტანეს მომგებიანობის კუთხით, განსაკუთრებით კი ინვესტიციებმა ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებში” – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ტანგენმა. საერთო ჯამში, “ნავთობის აუზის” აქციები 9.4 პროცენტით გაძვირდა.

ენერგეტიკულ კომპანიებში ინვესტიციის ანაზღაურება 19.5 პროცენტი იყო. გარდა ამისა, მსოფლიოში უდიდესმა სუვერენულმა  ფონდმა აქტიურად ჩადო ინვესტიციები ამერიკულ IT კომპანიებში: Apple, Microsoft, Alphabet, Amazon და Facebook. ფონდის პორტფელი შედგება აქციების (72,4 პროცენტი), ობლიგაციებისა (25,1 პროცენტი) და უძრავი ქონებისგან (2,4 პროცენტი).

ნორვეგიის ნავთობის ფონდი დაფუძნდა 1990 წელს, ნავთობპროდუქტების გაყიდვებიდან მიღებული ჭარბი მოგების ინვესტირების მიზნით, რათა უზრუნველყო ქვეყნის მოსახლეობის მომავალი თაობების კეთილდღეობა. ამ დროისთვის, ფონდის აქტივების ღირებულება 1,4 ტრილიონ დოლარს აღწევს.

მაისის შუა რიცხვებში, ნავთობის ფონდმა გამოყო რეკორდული 50 მილიარდი დოლარი კოროვირუსის  პანდემიის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად. აპრილში, მან განახორციელა პირველი ინვესტიცია განახლებადი ენერგიის სფეროში, დახარჯა 1.63 მილიარდი დოლარი დანიის უმსხვილესი, ქარის ენერგიაზე სპეციალიზირებული, ენერგოკმპანია Orsted-ის 50 %-იანი წილის მოსაპოვებლად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply