2021 წლის ივნის-ივლისში, მზის ელექტროენერგიის წილმა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამომუშავებულ მთლიან ელექტროენერგიაში 10%-ს მიაღწია. ენერგეტიკული კვლევითი სააგენტო Ember-ის თანახმად, აღნიშნული არის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
”ენერგეტიკული კვლევითი სააგენტო Ember-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებში, მზის პანელებმა პირველად გამოიმუშავეს წარმოებული ელექტროენერგიის მეათედი ევროკავშირის 27 ქვეყანაში” – განაცხადა კვლევთმა ცენტრმა.
გარდა ამისა, ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 10%-ს. სიაში შედიან ნიდერლანდები (17%), გერმანია (17%), ესპანეთი (16%), საბერძნეთი (13%) და იტალია (13%). მზის ენერგიის რეკორდები დამყარდა ევროკავშირის რვა ქვეყანაში.
2018 წლის ივნისი-ივლისიდან მოყოლებული, უნგრეთმა ოთხჯერ გაზარდა მზის ენერგიის წილი. გარდა ამისა, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა გაორმაგეს თავიანთი მაჩვენებელი. ესტონეთმა და პოლონეთმა კი მიაღწიეს 10% და 5%-იან ზრდას თითქმის ნულოვანი დონიდან.
”მიმდინარე ზაფხული ევროპში მზის ენერგიის რეკორდული მაჩვენებელით გამოირჩეოდა. თუმცა, მას ჯერ კიდევ არ მიუღწევია სრულ პოტენციალისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზის ენერგიის ღირებულება შემცირდა და ჩვენ ვხედავთ ევროპული “მზის რევოლუციის” ნიშნებს … თუმცა, შორი გზაა გასავლელი, ვიდრე მზე შეძლებს უფრო მეტი ენერგიის უზრუნველყოფას ვიდრე წიაღისეული საწვავი, თუნდაც პიკურ პერიოდში – ზაფხულში” – განაცხადა Ember-ის ანალიტიკოსმა ჩარლზ მურმა.
საგულისხმოა, რომ ევროპაში მზის პანელები უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას აწარმოებენ, ვიდრე ქვანახშირის ელექტროსადგურები, ზაფხულის პიკურ პერიოდშიც კი. უფრო მეტიც, ევროკავშირში ბუნებრივი აირის ნაკლებობის გამო, ქვანახშირი კვლავ უკიდურესად მოთხოვნადი გახდა.
ჰოლანდიური Title Transfer Facility-ზე აგვისტოს ფიუჩერსმა 141 დოლარს მიაღწია ტონაზე, აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმუმია ბოლო 13 წელის მანძილზე. ”ნახშირზე გლობალური მოთხოვნა იზრდება, მიუხედავად CO2–ის ემისიების შემცირების მიზნებისა. იგი აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ აზიაში, არამედ ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან ევროპაშიც. ევროკავშირი იძულებული გახდა გადასულიყო ხსენებულ წიაღისეულ საწვავზე გასული ზამთრის ძლიერი ყინვების გამო, რამაც სრულად დააცარიელა მიწისქვეშა გაზსაცავები.
ნინო სამადაშვილი