Author Archives: energy

სემეკმა მოქალაქეებს 77 929 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 77 929 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს ხანდაზმული დავალიანებების სახით 77 929 ლარი ჩამოაწერა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში იუწყებიან.   სემეკის ინფორმაციით, კომისიამ მოქალაქეებს სს “თელასის” მიმართ დაგროვილი ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა, რომელთა ოდენობამ 77 929 ლარი შეადგინა. “კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ ...

Read More »
თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი გადაიდო

თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი გადაიდო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს „ჯიფაუერის“, შპს „მტკვარი ენერგეტიკას“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს 15 ივლისს განიხილავს. აღნიშნული საკითხების განხილვა ჩანიშნული იყო კომისიის 7 ივლისის საჯარო სხდომაზე. მიმდინარე წლის 29 ივნისს კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა კომპანიებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელთა მოწოდებაც ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, განისაზღვრა დამატებითი ვადა მოთხოვნილი ...

Read More »
ხუდონჰესის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტროს 111 შენიშვნა აქვს

ხუდონჰესის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტროს 111 შენიშვნა აქვს

თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვალა, არც ტყე იქნება და არც თევზი, – აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი. აგულაშვილის განმარტებით, მისი მიზანი ამ დამოკიდებულების შეცვლაა, სხვა შემთხვევაში კი “მინისტრობას აზრი არ ექნება”. “ტყეების სამრეწველო მოპოვება ძალიან უნდა შემცირდეს. სამწუხაროდ, ბრაკონიერობაც სენივით არის. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში წავაწყდით ინფორმაციას, როგორ ყიდის ვიღაც თევზს, შამაიას. ინფორმაცია ზედამხედველობის დეპარტამენტს გადავუგზავნე. ვიმედოვნებ, ...

Read More »
ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

კომპანიის კაპიტალში სახელმწიფო წილი 100%-ს შეადგენს, რომლის მოცულობაც 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრული იყო 207.9 მლნ ლარით, რომელიც მოიცავს შვილობილი კომპანია შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ წილის ღირებულებასაც – 44 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ შპს „ენგურჰესის“ საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით აშკარად გაუმჯობესებულია და იგი შემდეგი გარემოებებით არის განპირობებული: ✔ დარგში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება, წარმოებული ელ.ენერგიის რეალიზების პირდაპირ ხელშეკრულებებზე გადასვლა და ...

Read More »
ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენაში გაურკვევლობაა

ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების დადგენაში გაურკვევლობაა

საქართველო საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა თავისი ჰიდრორესურსებით. ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის ტექნიკური პოტენციალი დაახლოებით 80 მლრდ/კვტ.საათია თუმცა აქედან ეკონომიკური კუთხით საინტერესო მხოლოდ 40 მლრდ/კვტ.სთს აღწევს, ბუნებრივია ამხელა რესურსები აუცილებლად ასათვისებელია მაგრამ ჯერჯერობით დარგში პრობლემები საკმაოდ მრავლად არის, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდება. დარგში არსებული პრობლემებისა და ზოგადად საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების კონცეპტუალური ხედვები აქვს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე პრეზიდენტ ანზორ ჭითანავას, რომელსაც ამ დარგში საკმაოდ ...

Read More »
საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარდება

საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება

აბრეშუმის გზის ფორუმი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში – საორგანიზაციო საკითხები ღონისძიების მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც, პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფორუმის პირველ დღეს მაღალი რანგის სტუმრები პრეზენტაციებს გამართავენ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების საკითხზე; ასევე, მოეწყობა თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ. ღონისძიების მეორე დღე „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება; დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული ...

Read More »
სემეკმა მოქალაქეებს 700 ათას ლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 700 ათას ლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 700 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შესული მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე განხილილული საკითხებიდან, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული და კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 746 207.45 ლარი შეადგინა. მათ შორის, ხანდაზმული დავალიანებების ოდენობა 93,270,45 ლარით ...

Read More »
Apple ელექტრომობილების წარმოებას იწყებს?!

Apple ელექტრომობილების წარმოებას იწყებს?!

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ელეტროტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Apple-მა შესაძლოა ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია Carwow აქვეყნებს კონცეპტუალურ ფოტეობს თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს Apple-ის ელექტრომობილი. დარგის ექსპერტების ვარაუდით იმ შემთხვევაში თუ კომპანია ელექტრომობილების წარმოებას წამოიწყებს, აღნიშნული ავტომობილი საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იქნება დღეს არსებული ელექტრომობილების მწარმოებელი გიგანტი Tesla Motors-ისთვის. ავტომობილის კონცეპტუალურ ფოტოებში ნაჩვენებია თუ როგორი იქნება ...

Read More »
როგორ მუშაობს ჰიდროელექტროსადგური

როგორ მუშაობს ჰიდროელექტროსადგური

21–ე საუკუნეში ელექტროენერგია ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და ელ.ენერგიაზე მოთხოვნის ტედენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზარდია. სტატისტიკოსები და ექსპერტები მომავალი წლების განმავლობაშიც ვარაუდობენ, რომ მოთხოვნის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება, რასაც ადექვატური მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდება მოყვეს. ელექტროენერგიის მისაღებად რამოდენიმე მეთოდი არსებობს თუმცა ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ჰიდროენერგეტიკაა, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსებით. წარმოგიდგენთ იმ ეტაპებსა და ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისა და მიწობის პრეცესებზეც აისახა. ვენაში, რუსეთთან საგაზო საკითხებზე უშედეგო სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ევროკომისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, უკრაინამ 1 ივლისიდან რუსული გაზის იმპორტი შეაჩერა. “ვიდრე რუსეთთან ფასის თაობაზე არ მოვილაპარაკებთ, რუსეთიდან გაზს აღარ ვიყიდით. ამისთვის სხვა წყაროებს გამოვიყენებთ”, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმირ დემჩიშინმა. მისივე თქმით, მესამე კვარტალში უკრაინა “გაზპრომისგან” ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ...

Read More »