ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ელეტროტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Apple-მა შესაძლოა ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია Carwow აქვეყნებს კონცეპტუალურ ფოტეობს თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს Apple-ის ელექტრომობილი. დარგის ექსპერტების ვარაუდით იმ შემთხვევაში თუ კომპანია ელექტრომობილების წარმოებას წამოიწყებს, აღნიშნული ავტომობილი საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იქნება დღეს არსებული ელექტრომობილების მწარმოებელი გიგანტი Tesla Motors-ისთვის.
ავტომობილის კონცეპტუალურ ფოტოებში ნაჩვენებია თუ როგორი იქნება ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერი. ავტომობილის სალონი აღჭურვილია დიდი სანავიგაციო მონიტორით. რათქმაუნდა სალონის ცენტრში დამონტაჟებულია Iphone-თან და Ipad-თან ინტეგირების სპეციელური შესაერთებელი ასევე ავტომობილის კონცეფციაში განიხილება, რომ ავტომობილს მართვის ავტონომიური შესაძლებლობა გააჩნდეს. დარგის ანალიტიკოსების აზრით APPLE-ის ავტომობილიები 2020 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს და მისი ბეტარეის მოცულობას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: ავტომობილს გააჩნია 250 ცხენისძალა, მისი ბატარეის დატენვას 4 საათი სჭირდება და ერთი დატენვით 310 მილის დაფარვა იქნება შესაძლებელი.