როგორ მუშაობს ჰიდროელექტროსადგური

როგორ მუშაობს ჰიდროელექტროსადგური

21–ე საუკუნეში ელექტროენერგია ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და ელ.ენერგიაზე მოთხოვნის ტედენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზარდია. სტატისტიკოსები და ექსპერტები მომავალი წლების განმავლობაშიც ვარაუდობენ, რომ მოთხოვნის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება, რასაც ადექვატური მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდება მოყვეს. ელექტროენერგიის მისაღებად რამოდენიმე მეთოდი არსებობს თუმცა ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ჰიდროენერგეტიკაა, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსებით.

წარმოგიდგენთ იმ ეტაპებსა და პროცესბს თუ როგორ მუშაობს ჰიდროელექტროსადგური, ჰესის მუშაობა 4 ძირითადი ეტაპისგან შედგება, ესენია:

დამბა

დამბა არის ერთგვარი რეზურვუარი, რომელშიც აკუმულირდება მდინარისა თუ წვიმის შედეგად შემოდინებული წყლის რესურსები და ჰესის ასამუშავებლად  გამოსაყენებელი პოტენციუი რიენერგია დამბაში არსებული წყლის მარაგის ხარჯზე წარმოიქმნება. დამბაში არსებული წყლის მარაგის განსაზღვრა შესაბამისი მოწყობილობების საშუალებით ხდება.

ტურბინები

შემდეგი ნაბიჯი არის წყლის კინეტიკური ენერგიის მექანიკურად გარდაქნმნა. მილსადენიდან გამომავალ წყალს იმდენად დიდი ძალა აქვს რომ  ტურბინების ფრთებზე მოხვედრისთანავე ისინი ბრუნვას იწყებენ და ამ დროს ხდება კინეტიკური ენერგიის მექანიკურად გარდაქნმა. მსგავსი მოვლენა ხდება ქარის წისქვილით მიღებული ენერგიის დროსაც თუმცა ამ შემთხვევაში ტურბინები იყენებენ არა ქარის არამედ სიმაღლიდან დაცემული წყლის  მექანიკურ ენერგიას.

გენერატორები

ტურბინის ლილვი მექანიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ დროს ხდება იგივე რაც მაგნიტის გამტართან მიახლოებისას, ელექტროენერგიის ტალღა გადის მის ზედაპირზე.

როტორები და სტატორები

სფეროში ბოძებზე დამაგრებული ყოველი როტორი კონკრეტული სისწრაფით ტრიალებს.  მისი ბრუნვისას ის სტატორს გასწვრივსცდება და მასზე ისევე მოქმედებს როგორც ელექტრო ველზე. წყალი გამუდმებით უნდა მოძრაობდეს რათა არ შეიცვალოს ელექტროენერგიის დონე. სტატიკური წყალი ელეტრონერგიას არ წარმოქმნის.

გადაცემათა ხაზები

ელექტროენერგია  გადაცემათა ხაზებით ქვესადგურებზე გადაიცემა ხოლო ქვესადგურების მეშვეობით გადის საცალო მოხმარების ქსელში.

როგორც ხედავთ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის უნდა შესრულდეს ზუსტი წესრიგით და თანმიმდევრობით რათა უზრუნველი ვიყოთ ელექტროენერგიიის დიდი რაოდენობით. ჰიდროენერგეტიკის გენერირებული ენერგია ძვირადღირებული არ არის რადგანაც ამ მეთოდით გამომუშავებული ენერგიის წარმოების პროცესში არ გამოიყენება საწვავი და ამ შემთხვევაში გენერაცია მხოლოდ ბუნებრივი რესურსების ხარჯზე ხდება. ჰიდროენერგეტიკის კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორი არის ის, რომ ჰესები არ ტოვებს არანაირ ქიმიურ ნარჩენებს და ის ეკოლოგიურად ძალიან სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს.

 

გიორგი კუკულაძე

Leave a Reply