თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი გადაიდო

თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი გადაიდო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს „ჯიფაუერის“, შპს „მტკვარი ენერგეტიკას“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს 15 ივლისს განიხილავს.

აღნიშნული საკითხების განხილვა ჩანიშნული იყო კომისიის 7 ივლისის საჯარო სხდომაზე. მიმდინარე წლის 29 ივნისს კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა კომპანიებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელთა მოწოდებაც ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, განისაზღვრა დამატებითი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად.

როგორც ცნობილია კომპანიებისთვის ტარიფის კორექტირების მოთხოვნის საფუძველი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული მოვლენები გახდა. როგორც თბოსადგურების მფლობელი კომპანიების განცხადებაშია ნათქვამი, ლარის დევალვაციის პროცესის გამო შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება. კომპანიის მესვეურები ასევე იმედოვნებენ, რომ ტარიფი სამართლიანი იქნება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გააგრძელონ მათი საქმიანობა და ელექტროენერგიის გენერაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყონ.

Leave a Reply