Author Archives: energy

ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

სლოვაკეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა, ევროპაში გაზის სადისტრიბუციო სისტემაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, აღნიშნულმა ოთხმა ქვეყანამ, გაზსადენის მშენებლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. აღნიშნული გაზსადენი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას დააკავშირებს ერთმანეთთან. მილსადენის კომერციული მშენებლობის დაწყება 2018 წლისათვის იგეგმება. ოპერაციის პირველ ეტაპზე, მილსადენის მოცულობა, წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრი უნდა იყოს. აღნიშნული მაჩვენებელი, თანდათანობით, 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

რეგიონალური უსაფრთხოება სამხრეთ აზიასა და მიმდებარე რეგიონში დასავლეთით ღრმა ტრანფორმაციის ზღვარზეა. უფრო კონკრეტულად კი, ამაში ჩართულია სამი მხარე: პაკისტანი, ჩინეთი და ირანი. მიმდინარე წლის 20 აპრილს ჩინეთის პრეზიდენტსა და პაკისტანის პრემიერ- მინისტრს შორის მიღწეულ იქნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანმხება (Chinese Embassy., 2015). ამ შეთანხმების ფარგლებში ხელი მოეწერა 51 ურთიერთგაგების მემორანდუმს (51 MoUs) რამდენიმე წამყვან სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. მათ შორის ...

Read More »
სემეკმა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 44 000 ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

სემეკმა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 44 000 ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

ენერგეტიკის მარაგულირებელი კომისიის ერთ-ერთ პირდაპირ მოვალეობაში შედის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ჯარიმების დარიცხვის შესახებ დავების განხილვა. სემეკი განიხილავს, როგორც ელექტროგამანაწილებელი ასე გაზ და წყალგამანაწილებელი კომპანიების წინააღმდეგ არსებულ საჩივრებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა. სემეკის ინფორმაციით, კომისიამ განიხილა დავები მოქალაქეებსა და სს “თელასს” შორის ხანდაზმული დავალიანებების თაობაზე. ასევე, კომისიამ იმსჯელა მოქალაქეების ...

Read More »
გარდაბნის თბოსადგურის შეძენით ჩინური კომპანიაა დაინტერესებული

გარდაბნის თბოსადგურის შეძენით ჩინური კომპანიაა დაინტერესებული

გარდაბნის თბოსადგურის შეძენით ჩინური კომპანიაა დაინტერესებული.  ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს Pegasus EastWest-თან აწარმოებს. საბოლოო გადაწყვეტილება თბოსადგურის ჩინური კომპანიისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. თუმცა, დღეს არსებული სცენარით, თბოსადგურის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მთლიანად ქვეყანაში არ დარჩება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, 120 მილიონი დოლარი იმ გრძელვადიანი სესხის დაფარვას მოხმარდება, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თბოსადგურის მშენებლობისთვის აიღო. თბოსადგურის პრივატიზაციიდან ხელისუფლება დაახლოებით 300 ...

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება, – ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა ფედერიკა გუიდიმ უკვე მოაწერა ხელი გაზსადენის მშენებლობის დაწყების ნებართვის ბრძანებს, რაც ბოლო ნაბიჯია პროექტ TAP-ის მშენებლობის საკითხში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გაზსადენის მშენებლობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. იტალიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ...

Read More »
პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა საქართველოში

პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა საქართველოში

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა აშენდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბუღაშენს ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სკოლის გახსნა მიულოცა. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის ვინაიდან, სკოლის ძველი შენობის დიდი ნაწილი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და  სიცოცხლისთვის ...

Read More »
საქართველოში არის სუფთა ენერგიის წარმოების უდიდესი შესაძლებლობა

საქართველოში არის სუფთა ენერგიის წარმოების უდიდესი შესაძლებლობა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო პოტენციალი EBRD-ის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მმართველმა დირექტორმა რიკარდო პულიტიმ შეაფასა. მისი განცხადებით საქართველოში შესაძლებელია სუფთა ენერგიის წყაროების ათვისება და ამ კუთხით საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია “საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა თავისი ჰიდრორესურსებით. ამ ქვეყანას შეუძლია ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებით, შეძლოს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის სუფთა ენერგიის წარმოების შესაძლებლობა, როგორებიც არის ჰიდრო ...

Read More »
ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან

ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან

ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან. 2015 წელს მოსალოდნელია, გლობალური ენერგიის პანელის წარმოების თითქმის 3-ჯერ ზრდა. ჩინეთი მსოფლიოს 75%-ი წარმოებული პანელით, ლიდერის პოზიციას იკავებს. იაპონიას რაც შეეხება, ქვეყანა ჩინეთს ჩამორჩება და მე-2 ადგილს იკავებს. ბლუმბერგის თანახმად, 2015 წელს, იაპონია 12.7 გიგავატი მზის ენერგიას დააინსტალირებს. ქვეყანა განახლებულ ენერგიაზე გადასვლას 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ ახორციელებს. ჩინელი მწარმოებლები გეგმავენ 55 ...

Read More »
ელექტროენერგიის აპრილის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

ელექტროენერგიის აპრილის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2015 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიამ 85 907 037.9 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 9% შეადგენს ხოლო მისმა საბალანსო ღირებულებამ 11 707 157.37 ლარი შეადგინა. აპრილში საბალანსო ელექტროენერგიაზე საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე  13.6350588  თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი  7.397 თეთრი/კვტ.სთ. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელ.ნერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ...

Read More »
2015 წელს სსე განახლებული ქვესადგურების მფლობელი იქნება

2015 წელს “სსე” განახლებული ქვესადგურების მფლობელი იქნება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბურიძის განცხადებით, ბოლო წლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და კომპანია განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა – დანგრეული ინფრასტრუქტურა, 30-40 წლის წინ აშენებული ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები, რომლებსაც არავითარი რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ზუმბურიძის თქმით, ქვესადგურები უკვე თითქმის სრულად არის რეაბილიტირებული, 2015 წელს კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახალი მოწყობილობებით აღჭურვილი ქვესადგურების მფლობელი ...

Read More »