ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება, – ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა.
მათი ინფორმაციით, მინისტრმა ფედერიკა გუიდიმ უკვე მოაწერა ხელი გაზსადენის მშენებლობის დაწყების ნებართვის ბრძანებს, რაც ბოლო ნაბიჯია პროექტ TAP-ის მშენებლობის საკითხში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდება.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გაზსადენის მშენებლობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
იტალიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტს იტალიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ქვეყანისთვის ენერგორესურსების მიღების ალტერნატიული წყარო გახდება.
პროექტით TAP-ი, მოხდება აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიაში და შემდეგ დასავლეთ ევროპაში. გაზსადენის სიგრძე 870 კილომეტრი იქნება. მისი მეშვეობით პირველ ეტაპზე წლიურად 10 მლრდ კუბ. მეტრ ბუნებრივი აირის გატარება იქნება შესაძლებელი.
ТАР-ის აქციონერები არიან: BP – 20%, SOCAR- 20%, “Statoil” – 20%, “Fluxys” – 19%, “Enagás” – 16%, “Axpo” – 5%.
ენერგოპლატფორმა