ელექტროენერგიის აპრილის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

ელექტროენერგიის აპრილის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2015 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიამ 85 907 037.9 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 9% შეადგენს ხოლო მისმა საბალანსო ღირებულებამ 11 707 157.37 ლარი შეადგინა.

აპრილში საბალანსო ელექტროენერგიაზე საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე  13.6350588  თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი  7.397 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელ.ნერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. ესკო-ს მიერ ენერგიის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან როგორც ავარიული, ასევე კომერციული ხელშეკრულებით, აგრეთვე იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან ავარიული ხელშეკრულებით. ამასთან, აპრილის თვეში, საბალანსო ელექტროენერგია მოწოდებული იქნა ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების მიერ. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში იმპორტის წილი 49% იყო, ჰიდროელექტროსადგურების – 27%, ხოლო თბოსადგურების – 24%.

2015 წლის აპრილის თვეში ესკო-დან საბალანსო ელ.ენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 96.6% და 3.3% შეადგენს. ამავე თვეში საბალანსო ელექტროენერგია გატანილ იქნა საექპორტოდ, რომლის წილმაც 0.1% შეადგინა.

აპრილის თვეში გარანტირებული სიმძლავრის სამივე წყაროს მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო   4 240 650.00 ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატ საათზე გადახდილმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა  0.57527194 თეთრიშეადგინა.

Leave a Reply