რეგიონალური უსაფრთხოება სამხრეთ აზიასა და მიმდებარე რეგიონში დასავლეთით ღრმა ტრანფორმაციის ზღვარზეა. უფრო კონკრეტულად კი, ამაში ჩართულია სამი მხარე: პაკისტანი, ჩინეთი და ირანი.
მიმდინარე წლის 20 აპრილს ჩინეთის პრეზიდენტსა და პაკისტანის პრემიერ- მინისტრს შორის მიღწეულ იქნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანმხება (Chinese Embassy., 2015). ამ შეთანხმების ფარგლებში ხელი მოეწერა 51 ურთიერთგაგების მემორანდუმს (51 MoUs) რამდენიმე წამყვან სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, რომლის თანახმადაც, ჩინეთი ირანიდან გაზის იმპორტირებისათვის პაკისტანში გაზსადენს ააშენებს და ქვეყნის ენერგოდეფიციტის პრობლემას მოაგვარებს. ამ ნაბიჯით ჩინეთი გამოხატავს მოკავშირე პაკისტანის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობის მიღების მზადყოფნას, მაშინ, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა მსურველი ინვესტირება მოახდინოს ფინანსურად არამდგრად, ტერორიზმის საფრთხის მატარებელ ქვეყანაში.
„მშვიდობის გაზსადენად“ წოდებული პროექტის 85% „ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაციის“ მიერ დაფინანსდება, ხოლო დანარჩენ ფინანსურ ხარჯს პაკისტანი გაიღებს. პაკისტანის მხარეს არსებული 780 კმ. სიგრძის გაზსადენის მშნებელობაზე ჩინეთი 2 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს, ხოლო ირანის 901 კმ-იანი ნაწილი უკვე დასრულებულია (Maverick T., 2015). 1681 კმ-იანი გაზსადენით ირანის სამხრეთიდან პაკსიტანის ქალაქებს გვადარსა და ნავაბშაჰს მიეწოდება გაზი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი კარაჩი, 27.3 მლნ მოსახლით, ადგილობრივი სადისტრიბუციო სისტემის მეშვეობით ასევე დაკავშირებული იქნება. თავდაპირველად, გაზსადენით დღიურად 30 მლნ კუბურ მეტრი გაზის მიწოდება მოხდება, თუმცა საბოლოოდ გაზის ტრანსფერი დღიურად 60 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. (Gulf Oil&Gas., 2015.)
აღნიშნული პროექტი თითოეულ მონაწილე მხარეს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ სარგებელსაც აძლევს.
პაკისტანისთვის ეს შეთანხმება როგორც ეკონომიკური, ისე ენერგოუსაფრთხოების კუთხითაა მომგებიანი. ჩინეთის პრეზიდენტის პაკისტანში ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკურ კორიდორად წოდებული 46 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პაკეტი შეიქმნა. ეს თანხა თითქმის ასამმაგებს პაკისტანის მიერ 2008 წლიდან მიღებულ ინვესტიციებს. პაკეტი ასევე მოიცავს სხვა ენერგოპროექტებს, ქვეყნების, გზებისა და რკინიგზის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით დაკავშირების შესახებ.
პაკისტანი ამჟამად ენერგოდეფიციტის პრობლემის წინაშე დგას. 199 მლნ-იან ქვეყანას ელექტროსადგურების ასამუშავებლად საკმარისი საწვავი არ გააჩნია, რის გამოც მოსახლეობას ხშირად ელექტროენერგიის გარეშე უწევს ყოფნა. „მშვიდობის გაზსადენი“ პაკისტანს ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო მოცულობის გაზით მოამარაგებს. შედეგად, იგი შეძლებს ჯამურად 4 500 მგტ ელექტროენერგიის გენერაციას, რაც ამჟამინდელი დეფიციტს მთლიანად შეავსებს.
ჩინეთი პაკისტანთან ორმაგი შეთანხმების საფუძველზე გაიმყარებს პოზიციას რეგიონში და ეკონომიკური კორიდორის მეშვეობით თავს დაიმკვიდრებს აზიის ბაზარზე. გარდა ამისა, ის ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავებას მოელის და იმედოვნებს, რომ პაკისტანის ეკონომიკაში ინვესტირებით ხელს შეუშლის პაკისტანური შეიარაღებული ჯგუფების გავრცელებას ქსინჯიანგის დასავლეთ რეგონში, სადაც დიდი რაოდენობით მუსულმანი მოსახლეობა ცხოვრობს.
2014 წლის „ბიპი-ს მსოფლიოს ენერგეტიკული სტატისტიკის მიმოხივლის“ თანახმად, ირანის გაზის რეზერვი 33.7 ტრლნ კუბურ მეტრს შეადგენს და ასევე მისი 157 16 მლრდ ბარელი ნავთობის რეზერვი მსოფლიოში მეოთხეა სიდიდით. აშშ-ის მიერ ბირთვულ პროგრამაზე დაწესებული სანქციების შედეგად, ირანის გაზისა და ნავთობის ინდუსტრია ძლიერ შეფერხდა. (RT., 2015) „მშვიდობის გაზსადენის“ პროექტის ფარგლებში ირანი გაზის ექსპორტირებით შეძლებს ეკონომიკური სარგებლის მიღებასა და ენერგოინდუსტრიის გამოცოცხლებას.
თვადაპირველად, პროექტი გასზადენის ინდოეთში გაგრძელებას ითვალისწინებდა, თუმცა როგორც თეირანი ირწმუნება, 2009 წლის აშშ-ის ზეწოლის გამო დელი პროექტს გამოეთიშა
წყარო: ენერგოდაიჯესტი