საქართველოში არის სუფთა ენერგიის წარმოების უდიდესი შესაძლებლობა

საქართველოში არის სუფთა ენერგიის წარმოების უდიდესი შესაძლებლობა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო პოტენციალი EBRD-ის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მმართველმა დირექტორმა რიკარდო პულიტიმ შეაფასა. მისი განცხადებით საქართველოში შესაძლებელია სუფთა ენერგიის წყაროების ათვისება და ამ კუთხით საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია

“საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა თავისი ჰიდრორესურსებით. ამ ქვეყანას შეუძლია ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებით, შეძლოს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის სუფთა ენერგიის წარმოების შესაძლებლობა, როგორებიც არის ჰიდრო და ქარის ენერგიები. ამ კუთხით, საქართველოს საკმაოდ მაღალი საინვესტიციო შესაძლებლობები გააჩნია და აქვე მიდა ვთქვა, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ყოველთვის მზად არის ენრგეტიკის სექტორში ჩადოს ინვესტიციები.

შეგახსენებთ, რომ EBRD-ის ფორუმზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ საქართველოში არსებულ პირველ ქარის ელექტროსადგურ „ქართლში“ ბანკის მიერ განხორციელდება ინვესტიცია. ასევე შედგა შეთანხმება “ნენსკრას” ჰიდროელეტროსადგურთან დაკავშირებით, სადაც გაცხადდა, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი 200 მილიონ ევროს ჩადებს მშენებლობაში.

რაც შეეხება მიმდინარე ენერგეტიკულ პროეტებს, რომელსაც EBRD-ი აფინანსებს, აღსანიშნავია “ფარავანი ჰესი”, სადაც ბანკის თანამონაწილეობა 44 მილიონი ევროა, ხოლო “ფარავანი ჰესის” დადგმული სიმძლავრე 86 მგვტ-ია, ასევე, “დარიალი ჰესი”, სადაც EBRD–მა 57 მილიონი ევრო გამოყო, თავის მხრივ, “დარიალი ჰესის” მშენებლობით ქართულ ენერგოსექტორს 108 მგვტ-ი დადგმული სიმძლავრე შეემატება, “შუახევი ჰესის” 185 მგვტ–იან ჰესში კი ბანკმა 65 მილიონი ევროს თანადაფინანსება გამოყო. EBRD–ს საქართველოში კიდევ აქვს სხვა ენერგეტიკული პროექტები და მნიშვნელოვანია, რომ ენერგოსექტორი კვლავ პრიორიტეტულად რჩება და ამ მიმართულებით აპირებენ ინვესტიციების ზრდას”

Leave a Reply