სლოვაკეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა, ევროპაში გაზის სადისტრიბუციო სისტემაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, აღნიშნულმა ოთხმა ქვეყანამ, გაზსადენის მშენებლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. აღნიშნული გაზსადენი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას დააკავშირებს ერთმანეთთან.
მილსადენის კომერციული მშენებლობის დაწყება 2018 წლისათვის იგეგმება. ოპერაციის პირველ ეტაპზე, მილსადენის მოცულობა, წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრი უნდა იყოს. აღნიშნული მაჩვენებელი, თანდათანობით, 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს.
მილსადენის სიგრძე, არჩეული მარშურტის გათვალისწინებით, 744 -1,015 კილომეტრის ფარგლებში იქნება. პირველ ეტაპზე, პროექტის განხორციელების ფარგლებში, საინვესტიციო ხარჯები, 1.14-1.52 მილიარდ ევროს შეადგენს.
როგორც ჩანს, აღნიშნული გაზსადენი, ერთგვარი საკომპრომისო პროექტი იქნება, რომელსაც მრავალი მიმწოდებელი ეყოლება. აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ირანი, ერაყი, კვიპროსი და რუსეთი – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც უკვე მიმწოდებელთა სიაში არიან.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინა, როგორც სატრანზიტო პუნქტი, სავარაუდოდ, ახალ პროექტში არ იქნება ჩართული. ევროპა მოსალოდნელი პრობლემებისგან თავს იზღვევს, რომლებიც შეიძლება უკრაინისგან წამოვიდეს, რადგან აღნიშნულ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა არაა.
ვარაუდობენ, რომ ახალი გაზსადენის მშენებლობის გამო, რუსეთი, ევროკავშირზე ზეწოლას, მესამე ენერგეტიკული პაკეტის გათვალისწინებით, ვერ მოახერხებს.
აღნიშნული პაკეტის გათვალისწინებით, რუსეთს, ევროკავშირში საკუთარი გაზსადენის ქონის უფლება არ აქვს.