Author Archives: admin

მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარია

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ნავთობის საცავში ოთხი 5000- ტონიანი ავზი იწვის. დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც, სადაც საწყობები იწვის.  

Read More »

ევროკავშირი ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელი Naftan-ის სანქცირებას გეგმავს

ევროკავშირი აპირებს სანქციები დაუწესოს ბელარუსში პოტაშის მთავარ მწარმოებელს, Belaruskali-სა და მის საექსპორტო ფილიალს, Belarusian Potash-ს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ასევე აპირებს ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელი Naftan-ის სანქცირებას. სამივე კომპანია მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის და სანქცირებული იყო აშშ-ის მიერ. Belaruskali მსოფლიოში პოტაშის სიდიდით მეორე მწარმოებელია. კომპანია, რომელიც აკონტროლებდა გლობალური ბაზრის დაახლოებით 20%-ს, სანამ ახალი შეზღუდვები საფრთხეს არ შეუქმნიდა ექსპორტს, პროდუქციის დიდ ნაწილს ...

Read More »

რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა რუსულ ნავთობზე ემბარგოსაც შეიცავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა მოხდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად შეწყვიტონ ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების – წლის ბოლომდე. „ჩვენ ვიზრუნებთ, ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 4 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, პოლიციის, მშვიდობის, უცნობისა და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, V მიკრორაიონების, აეროდრომის დასახლების, თრიალეთის, კალოუბნის, ...

Read More »

მსოფლიოსთვის, წიაღისეული ენერგოწყაროების ახალი ალტერნატივა, შესაძლოა წყალბადის ენერგია გახდეს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებმა, დაიწყეს წყალბადის ენერგიის განხილვა, როგორც წიაღისეული ენერგიის წყაროების ალტერნატივად. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში განხორციელდა ან დაიგეგმა 1120-მდე პროექტი მწვანე წყალბადის აქცენტით. მსოფლიოში წარმოებული წყალბადის 95 პროცენტი კვლავ არის წიაღისეული საწვავის გადამუშავების შედეგი, როგორიცაა ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და ნავთობი. ამ ტიპის წყალბადი იყოფა სამ ნაწილად: ნაცრისფერი, ყავისფერი და შავი. ...

Read More »

შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის III სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებული 2022 წლის ბოლომდე გამოვლინდება

შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის პროექტის  ფარგლებში,  საქართველოს ოფშორული ზონის ნავთობისა და გაზის პოტენციალის შეფასებისა და რესურსების აღმოჩენის მიზნით,  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო  ღია საერთაშორისო ტენდერს 2022 წლის ბოლომდე დაასრულებს. ტენდერმა III სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, ეს ტენდერი იქნება ერთგვარი მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროცესში, რასაც შავი ზღვის შელფის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 28 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.28 (-1.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.96 (-1.21)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სომხეთმა და აშშ-მა ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღეს. „ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი რეფორმების მიმართ. სომხეთი ასევე აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა მირზოიანმა ვაშინგტონში გამართულ ცერემონიალზე. შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან ...

Read More »

ევროკავშირი რუსული გაზის ჩანაცვლების მიზნით აფრიკასთან თანამშრომლობის გააქტიურებას გეგმავს

ევროკავშირი გეგმავს აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობა გაააქტიუროს, რათა რუსულ გაზზე მიმდინარე წლის ბოლომდე ორი მესამედით დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს. Bloomberg-მა ევროკავშირის საგარეო ენერგეტიკის სტრატეგიის პროექტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დოკუმენტი ამ თვეში უნდა მიიღონ, როგორც პაკეტის ნაწილი, რათა განხორციელდეს ბლოკის გეგმა მოსკოვზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირის სტრატეგიის პროექტის მიხედვით, აფრიკის ქვეყნებს, განსაკუთრებით კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, როგორიცაა ნიგერია, სენეგალი და ანგოლა, ...

Read More »

პოლონეთსა და ლიეტუვას შორის გაზსადენი GIPL ამოქმედდა

გაზსადენი GIPL (Gas Interconnection Poland – Lithuania), რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას აკავშირებს, მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ ქსელის ოპერატორის კომპანიის Amber Grid-ის გენერალურმა დირექტორმა ნიამუნას ბიკნიუსმა განაცხადა. „გაზსადენმა მუშაობა დაიწყო. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის ბალტიისა და ფინეთისთვის. დღეისათვის აქედან გაზი პოლონეთისკენ მიემართება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ის შესაძლოა, პირიქით წამოვიდეს ლიეტუვის ...

Read More »