სომხეთმა და აშშ-მა ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღეს.

„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი რეფორმების მიმართ. სომხეთი ასევე აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა მირზოიანმა ვაშინგტონში გამართულ ცერემონიალზე.

შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს აშშ-სა და სომხეთს შორის თანამშრომლობის ახალ გზებს ხსნის.

ბირთვული თანამშრომლობის მემორანდუმი არის დიპლომატიური მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგიის სფეროში შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყანას შორის კავშირებს აძლიერებს და აფართოებს.

წყარო: pia.ge

Leave a Reply