ევროკავშირი აპირებს სანქციები დაუწესოს ბელარუსში პოტაშის მთავარ მწარმოებელს, Belaruskali-სა და მის საექსპორტო ფილიალს, Belarusian Potash-ს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ასევე აპირებს ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელი Naftan-ის სანქცირებას.
სამივე კომპანია მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის და სანქცირებული იყო აშშ-ის მიერ.
Belaruskali მსოფლიოში პოტაშის სიდიდით მეორე მწარმოებელია. კომპანია, რომელიც აკონტროლებდა გლობალური ბაზრის დაახლოებით 20%-ს, სანამ ახალი შეზღუდვები საფრთხეს არ შეუქმნიდა ექსპორტს, პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში აგზავნის.
სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის თანახმად, 2020 წელს პოტაშის $2,4 მილიარდიანი ექსპორტში ევროკავშირის ბაზრის წილი 8%-ს შეადგენდა. ბელარუსმა სავალუტო შემოსავლის უმეტესი ნაწილი პოტაშისა და საწვავის ექსპორტიდან მიიღო.
ახალი შეზღუდვების გავლენის შეფასება ძნელია, რადგან ორივე სექტორი ფართო სანქციების რამდენიმე რაუნდით ძლიერ დაზარალდა.
პოტაშის ექსპორტი კიდევ უფრო დაზარალდა მიმდინარე წლის დასაწყისში მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ ტრანზიტი აკრძალა.
სავარაუდოდ, ევროკავშირი ასევე ამოიღებს ბელარუსის კიდევ რამდენიმე ბანკს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან.
წყარო: “ბიზნესფორმულა”