მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარია

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ნავთობის საცავში ოთხი 5000- ტონიანი ავზი იწვის.

დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც, სადაც საწყობები იწვის.

 

Leave a Reply