გაზსადენი GIPL (Gas Interconnection Poland – Lithuania), რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას აკავშირებს, მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ ქსელის ოპერატორის კომპანიის Amber Grid-ის გენერალურმა დირექტორმა ნიამუნას ბიკნიუსმა განაცხადა.
„გაზსადენმა მუშაობა დაიწყო. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის ბალტიისა და ფინეთისთვის. დღეისათვის აქედან გაზი პოლონეთისკენ მიემართება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ის შესაძლოა, პირიქით წამოვიდეს ლიეტუვის მიმართულებით. მყარი იფნრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის მუდმივი გაცვლის პროცესს“ – აცხადებს ბინკიუსი.
ახალი გაზსადენი საათში 230 ათასი კუბ/მ გაზის პოლონეთში გადაზიდვის (2 მლრდ კუბ/. წელიწადში) და 217 კუბ/მ გაზის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ლიეტუვის მიმართულებით (1,9 მლრდ კუბ/მ წელიწადში).
ახალი გაზსადენი უზრუნველყოფს პოლონეთის წვდომას გათხევადებულ გაზზე, რომელიც კლაიპედას ტერმინალშია და რომლის ტრანსპორტირება პოლონეთს გაზსადენით და ტანკერებით შეუძლია. ლიეტუვაში ტერმინალის ჯამური მოცულობა 4 მლრდ კუბ/მ-ია, რომლიდანაც პოლონურ მხარეს შეუძლია გამოიყენოს 1,9 მლრდ კუბ/მ.
წყარო: bpn.ge