ევროკავშირი გეგმავს აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობა გაააქტიუროს, რათა რუსულ გაზზე მიმდინარე წლის ბოლომდე ორი მესამედით დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
Bloomberg-მა ევროკავშირის საგარეო ენერგეტიკის სტრატეგიის პროექტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დოკუმენტი ამ თვეში უნდა მიიღონ, როგორც პაკეტის ნაწილი, რათა განხორციელდეს ბლოკის გეგმა მოსკოვზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად.
ევროკავშირის სტრატეგიის პროექტის მიხედვით, აფრიკის ქვეყნებს, განსაკუთრებით კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, როგორიცაა ნიგერია, სენეგალი და ანგოლა, აქვთ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მნიშვნელოვანი პოტენციალი.
„უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ქმედების გამო ევროკავშირს სურს უარი უთხრას თავის უმსხვილეს მომწოდებელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.