Author Archives: admin

ბუნებრივი აირის დეფიციტი ევროპაში: “128 წელია ასეთი სიცივე არ ყოფილა”

პოლონური პორტალი Onet-ის ცნობით, დეკემბრის დასაწყისისთვის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპას, სკანდინავიიდან ურალამდე, უკიდურესად ცივი ამინდი დაატყდა თავს. 6 დეკემბერს შვედურ ლაპლანდიაში ჰაერის ტემპერატურა -40,1°C-მდე დაეცა ნიკკალუოკტაში, ხოლო -40,9°C-დე – ნაიმაკკაში. რუსეთში, უსტ-შჩუგორში, კომის ჩრდილო-აღმოსავლეთით, -39,7 ° C დაფიქსირდა, ხოლო კანევკაში, კოლას ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, თერმომეტრმა -40,2 ° C აჩვენა. პეტერბურგში მოიხსნა მე-19 საუკუნის ბოლსთვის დაფიქსირებული მინიმალური ტემპერატურული რეკორდი: რუსეთის ფედერაციის ქალაქში ...

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლების ფონზე, აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,47%-ით, 0.36 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 76,83 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

“ბიტკოინის ღირებულება მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”

კრიპტო აქტივების ბაზარი და ბიტკოინის ღირებულება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამის შესახებ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჯაომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გრძელვადიანისგან განსხვავებით, მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება გაცილებით რთულია. „ყოველთვის რთულია რაიმე სახის მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება. რაც მთავარია, ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულების ზრდას გულისხმობს. მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ინდუსტრია გაიზრდება,  განაგრძობს ზრდას და მასთან ...

Read More »

ილონ მასკის განცხადებით, პირველ CyberTruck-ს ოთხი ძრავა ექნება

2022 წელს, პირველი CyberTruck-ის საწარმოო ხაზში ჩაშვებას უამრავი ჩვენგანი ელოდება. ყველას გვაინტერესებს, თუ რა იქნება მასში ისეთი განსაკუთრებული, რამაც მისი წარმოების პერიოდი ასე ძლიერ გაახანგრძლივა. შესაბამისად, დროდადრო ისეთ სიახლეებსაც ვიგებთ, რაც ჩვენს ავტომოყვარულ ცნობისმოყვარეობას მცირედით, თუმცა მაინც აკმაყოფილებს. როგორც ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იუწყება, პირველ CyberTruck-ებს 4 ძრავა ექნება. მისი განმარტებით, ამგვარად ავტომობილს შეეძლება, ...

Read More »

აშშ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს სანქციებს არ დაუწესებს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ რუსულ ენერგო კომპანიებს სანქციებს დაუწესებს. აღნინულის შესახებ გამოცემა CNN აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა სანქციების ნაკრები, თუმცა პირველ ეტაპზე სანქციები არ გავრცელდება რუსულ ენერგოკომპანიებზე. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგიის ფასებთან, ხოლო მკაცრმა სანქციებმა რუსული კომპანიების წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის სექტორში შეიძლება შეერთებულ ...

Read More »

იაპონიაში CO2 ემისიები მინიმუმამდე შემცირდა

იაპონიის მთავრობა ამტკიცებს, რომ ნახშირბადის ემისიებმა ქვეყანაში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyodo ავრცელებს. მინისტრთა კაბინეტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ემისიების მკვეთრი კლება უპირველეს ყოვლისა კორონავირუსის გამო ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან არის დაკავშირებული. 2013 წელთან შედარებით, ემისიები 18.4%-ით შემცირდა. 2030 წლისთვის იაპონია გეგმავს ამ მაჩვენებლების 46%-მდე გაზრდას, ხოლო 2050 წელს – ემისიების ნულამდე შემცირებას. ევროპის სულ მცირე 100 ქალაქში 2030 ...

Read More »
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

ირანი მზადაა აზერბაიჯანისა და რუსეთის ქსელები ელექტროენერგიით მოამარაგოს

ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა თავისი ელექტრო ქსელები დააკავშიროს რუსეთისა და აზერბაიჯანის ელექტრო ქსელებთან. ალი ალიზადე მეჰრაბიანმა თეირანში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქვეყნის მზადყოფნას გააფართოოს ენერგეტიკული კავშირები აზერბაიჯანთან და აღნიშნა, რომ ირანულმა მხარემ დაასრულა ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემების სინქრონიზაციასთან (ქსელში ჩართვასთან) დაკავშირებით კვლევითი პროექტი, რომელიც ექსპლუატაციისთვისაც უკვე მზადაა. თეირანს, ბაქოსა და მოსკოვს ...

Read More »

ბაიდენის საპრეზიდენტო განკარგულება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომლის მიზანია იქცეს „ბერკეტად“, რათა ფედერალური მთავრობის მასშტაბი და შესყიდვის უნარი ნახშირწყალბადის მიმართ ნეიტრალური გახდეს, ათწლეულზე ნაკლები დროის განმავლობაში სათბურის გაზის გამოყოფა 65 პროცენტით შეამციროს და სრულად ელექტრომობილების პარკი ჩამოაყალიბოს. ამ ბრძანებით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მთავრობის ძალისხმევის ფარგლებში, ფედერალურ ოპერაციებში გამონაბოლქვის მოცულობა შეიკვეცება. ბაიდენის დირექტივა მოითხოვს, რომ 2030 წლისთვის, ფედერალურმა შენობებმა ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი 96,9 მილიონ ბარელამდე/დღეში, 2022 წელს – 100,5 მილიონ ბარელამდე/დღეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს ყოველთვიურ მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “ჩვენი პროგნოზით, ნავთობისა და თხევადი ნახშირწყალბადების მსოფლიო მოხმარება შეადგენს საშუალოდ 96,9 მილიონ ბარელს/დღეში 2021 წელს, რაც 5,1 მილიონი ბარელით მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით… 2022 წელს კი ...

Read More »

დეკემბრის თვეში კომუნალური დავალიანებები ფინანსდება – ნახეთ, ისარგებლებთ თუ არა შეღავათით

კომუნალური სუბსიდირება ანუ კომუნალური დავალიანებების დაფინანსების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს. ვის და როგორ შეუძლია აღნიშნული სერვისით სარგებლობა ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” გთავაზობთ: რა არის პროგრამის არსი? პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას. ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები? სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად ...

Read More »