იაპონიაში CO2 ემისიები მინიმუმამდე შემცირდა

იაპონიის მთავრობა ამტკიცებს, რომ ნახშირბადის ემისიებმა ქვეყანაში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyodo ავრცელებს.

მინისტრთა კაბინეტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ემისიების მკვეთრი კლება უპირველეს ყოვლისა კორონავირუსის გამო ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან არის დაკავშირებული. 2013 წელთან შედარებით, ემისიები 18.4%-ით შემცირდა.

2030 წლისთვის იაპონია გეგმავს ამ მაჩვენებლების 46%-მდე გაზრდას, ხოლო 2050 წელს – ემისიების ნულამდე შემცირებას.

ევროპის სულ მცირე 100 ქალაქში 2030 წლისთვის ევროკავშირი  ნახშირბადის ემისიების ნულამდე შემცირებას აპირებს.

ახალი მონაცემებით, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბურის გაზების ემისიების 31% მსოფლიოს აგროსასურსათო სისტემებზე მოდის. ამასთან, უმეტესობა კვების სექტორში და არა უშუალოდ სოფლის მეურნეობაში იწარმოება.

report.ge

Leave a Reply