საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

ირანი მზადაა აზერბაიჯანისა და რუსეთის ქსელები ელექტროენერგიით მოამარაგოს

ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა თავისი ელექტრო ქსელები დააკავშიროს რუსეთისა და აზერბაიჯანის ელექტრო ქსელებთან.

ალი ალიზადე მეჰრაბიანმა თეირანში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქვეყნის მზადყოფნას გააფართოოს ენერგეტიკული კავშირები აზერბაიჯანთან და აღნიშნა, რომ ირანულმა მხარემ დაასრულა ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემების სინქრონიზაციასთან (ქსელში ჩართვასთან) დაკავშირებით კვლევითი პროექტი, რომელიც ექსპლუატაციისთვისაც უკვე მზადაა.

თეირანს, ბაქოსა და მოსკოვს შორის შეთანხმების თანახმად, ირანის ელექტრო ქსელი რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება.

 

Leave a Reply