“ბიტკოინის ღირებულება მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”

კრიპტო აქტივების ბაზარი და ბიტკოინის ღირებულება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამის შესახებ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჯაომ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გრძელვადიანისგან განსხვავებით, მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება გაცილებით რთულია.

„ყოველთვის რთულია რაიმე სახის მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება. რაც მთავარია, ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულების ზრდას გულისხმობს. მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ინდუსტრია გაიზრდება,  განაგრძობს ზრდას და მასთან ერთად ბიტკოინის ღირებულებაც მოიმატებს, თუმცა რთულია იმის პროგნოზირება, როგორი იქნება  ზრდა“, – განაცხადა ჯაომ.

Leave a Reply