ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ რუსულ ენერგო კომპანიებს სანქციებს დაუწესებს. აღნინულის შესახებ გამოცემა CNN აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა სანქციების ნაკრები, თუმცა პირველ ეტაპზე სანქციები არ გავრცელდება რუსულ ენერგოკომპანიებზე.
ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგიის ფასებთან, ხოლო მკაცრმა სანქციებმა რუსული კომპანიების წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის სექტორში შეიძლება შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასის ზრდა გამოიწვიოს.