პოლონური პორტალი Onet-ის ცნობით, დეკემბრის დასაწყისისთვის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპას, სკანდინავიიდან ურალამდე, უკიდურესად ცივი ამინდი დაატყდა თავს.
6 დეკემბერს შვედურ ლაპლანდიაში ჰაერის ტემპერატურა -40,1°C-მდე დაეცა ნიკკალუოკტაში, ხოლო -40,9°C-დე – ნაიმაკკაში. რუსეთში, უსტ-შჩუგორში, კომის ჩრდილო-აღმოსავლეთით, -39,7 ° C დაფიქსირდა, ხოლო კანევკაში, კოლას ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, თერმომეტრმა -40,2 ° C აჩვენა.
პეტერბურგში მოიხსნა მე-19 საუკუნის ბოლსთვის დაფიქსირებული მინიმალური ტემპერატურული რეკორდი: რუსეთის ფედერაციის ქალაქში ტემპერატურა -21,0 გრადუსამდე დაეცა.
“ყველაზე ცივი ღამე 6 დეკემბერს, 1893 წელს – 128 წლის წინ დაფიქსირდა, ტემპერატურა -20,5 ° С-მდე დაეცა” – უწყება Onet.
ყინვები დღითიდღე ძლიერდება და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება: -30°C-დან -33°C-მდე ყინვა დაფიქსირდა ფინეთის კუუსამოში და როვანიემიში.
მიზეზად “ყინულის ცუნამი” სახელდება, რომელიც, მეტეოროლოგების პროგნოზით, კიდევ უფრო გავრცელდება. ხუთშაბათამდე ყინვები მოსალოდნელია ბალტიისპირეთსა და მოსკოვში, სადაც ტემპერატურა დღისით საშუალოდ -10°С იქნება, ღამით კი -20°С-მდე დაეცემა. ძლიერი ყინვები პოლონეთსაც დაატყდება თავს. განსაკუთრებით ცივა პოდლასიეში, ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე, სადაც ტემპერატურა -15°C-ზე დაბლა დაეცა.
ამ ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტი მხოლოდ გაუარესდება. როგორც ცნობილია, დეკემბრის დასაწყისისთვის ევროპის მიწისქვეშა საცავები მეოთხედით ცარიელი იყო. ამასთან, ევროპამ გათბობის სეზონი ჩვეულებრივზე ნაკლები ენერგიის მარაგით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ, 4 დეკემბრის მდგომარეობით, ევროპის მიწისქვეშა გაზსცავებიდან უკვე გატანილია მიმდინარე წელს გაზის მოცულობის დაახლოებით მეოთხედი (23.4%).
ნინო სამადაშვილი