რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი 96,9 მილიონ ბარელამდე/დღეში, 2022 წელს – 100,5 მილიონ ბარელამდე/დღეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს ყოველთვიურ მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

“ჩვენი პროგნოზით, ნავთობისა და თხევადი ნახშირწყალბადების მსოფლიო მოხმარება შეადგენს საშუალოდ 96,9 მილიონ ბარელს/დღეში 2021 წელს, რაც 5,1 მილიონი ბარელით მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით… 2022 წელს კი მოხმარება გაიზრდება 3,5 მილიონი ბარელით/დღეში 100,5 მილიონ ბარელამდე/დღეში”, – ნათქვამია ანგარიშში.

უწყების წინა პროგნოზი შეადგენდა 97,5 მილიონ ბარელ ნავთობს/დღეში 2021 წელს და 100,9 მილიონ ბარელს/დღეში 2022 წელს.

აღნიშნულია, რომ პროგნოზის გადახედვაზე გავლენა იქონია COVID-19-ის ახალი შტამის გაჩენამ. ვინაიდან მისი გავრცელების შედეგები უცნობია, მსოფლიოში ნავთობის მოხმარების შემცირების რისკი არსებობს, განსაკუთრებით საავიაციო საწვავზე.

Leave a Reply