Tag Archives: #რუსეთი

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„გაზპრომმა“ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. რას მოიმოქმედებენ ეს სახელმწიფოები და რას იზამს რუსეთი მათი ფულის გარეშე?

ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით გაზის საფასურის გადახდაზე უარი ჯერ პოლონეთმა თქვა, შემდეგ კი- ბულგარეთმა. შესაბამისად, „გაზპრომმა“ მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტა. BBC-მ შეისწავლა, არის თუ არა ეს დიდი ზარალი რუსული ექსპორტისთვის და რა ელით თავად „უარის მთქმელებს“.   რა ხდება?   27 აპრილის დილიდან რუსეთმა ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, რადგან მათ „რუბლით“ გადახდაზე უარი განაცხადეს. იმავე დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ...

Read More »

ფინეთმა რუსეთთან ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი გაწყვიტა

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fennovoima-მ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსატომთან” ფინეთში ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი შეაჩერა. ფინელების თანახმად, “როსატომის” მხრიდან ვადის გადაცილებამ პროექტის შესრულება შეუძლებელი გახადა, ამას უკრაინაში დაწყებული ომიც დაემატა, რამაც რისკები კიდევ უფრო გაზარდა. Fennovoima-მ “როსატომის” შვილობილ კომპანია RAOS-სთან პროექტის აშენების შესახებ კონტრაქტს 2013 წელს მოაწერა ხელი. Hanhikivi 1 ფინეთის რიგით მესამე ატომური ელექტროსადგური იქნებოდა, 1970-იანი წლების შემდეგ კი – ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

“გაზპრომი” უცხოურ ბირჟებს ტოვებს

“გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ ტოვებს უცხოურ ბირჟებს და ამოიღებს იმ სადეპოზიტო ქვითრებს (დელისტინგს), რომლებიც ივაჭრება უცხოურ ბირჟებზე. შესაბამისი განცხადება კორპორატიულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია ლონდონისა და სინგაპურის საფონდო ბირჟებიდან გასვლაზე, სადაც ტრიალებს კომპანიის სადეპოზიტო ქვითრები – უცხოური ემიტენტის აქციების ფლობის უფლების დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდები. წყარო: bfm.ge

Read More »

რუსეთში ტყე კრასნოიარსკში იწვის

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ხანძარია – ცნობილი ხდება, რომ ტყე მინუსინსკის რაიონში იწვის. ინფორმაციას კი სამთავრობო გამოცემა РИА Новости ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ ფიქსირდება არც ქონების განადგურების ფაქტები. გამოცემის ცნობით, ხანძრის გამო გადაიკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა.

Read More »

ილჰამ ალიევი: თუ აუცილებლობა დადგება, აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს გაზრდის

„ჩვენ 100%–ით ვასრულებთ გაზის მიწოდების კონტრაქტებით ნაკისრ ვალდებულებებს. აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე უნდა გადიოდეს საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ამრიგად, თურქეთთან ერთად, ჩვენი გაზის ექსპორტიორი იტალიაცაა“. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ 2021 წელს აზერბაიჯანიდან იტალიაში 9 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიტუმბა. „ბუნებრივია, ჩვენ არსებული კონტრაქტების შესაბამისი მოცულობით ვგეგმავთ ...

Read More »

Novatek Green Energy პოლონეთში გაზის ავზების აფეთქების საშიშროების შესახებ აცხადებს

პოლონეთში თხევადი ნავთობით სავსე 500-მდე სარკინიგზო ავზის უმოქმედობის გამო, შესაძლოა აფეთქება მოხდეს, განაცხადა Novatek Green Energy-მ. “სერიოზული და ძალიან რეალური საფრთხე დაკავშირებულია კომპანიის კონტროლის ჩამორთმევასთან და თხევადი გაზით სავსე 500-მდე ვაგონის შემდგომი ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის შეუძლებლობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია აქტორებს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა პროპან-ბუტანის გაზი გადაზიდვის ტერმინალში დაუყოვნებლად შევიდეს. 26 აპრილს პოლონეთმა სანქციები დააწესა ფიზიკური და იურიდიული პირის ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

აპრილის პირველი 28 დღის შედეგების მიხედვით, რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება კონდენსატთან ერთად 8,8%-ით შემცირდა მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ როცა აპრილის დასაწყისში კლება შეადგენდა 4%-ს, ხოლო აპრილის შუა რიცხვებისთვის – 7,5%-ს. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამრიგად, თითქმის მთელი აპრილის შედეგების მიხედვით ნავთობის საშუალო დღიურმა მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 1,37 მლნ ტონა. წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ნავთობკომპანიებმა წარმოება შეამცირეს 9,8%-ით – ...

Read More »

რუსული ქვანახშირის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი რუსეთიდან იმპორტს აჩერებს

ინდოეთში რუსული ქვანახშირის უმსხვილესი იმპორტიორი Tata Steel-ი რუსეთიდან წიაღისეულის შეძენას აჩერებს, წერს გამოცემა Financial Times-ი. მსოფლიოში ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია გადაწყვეტილების მიზეზად კრემლისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო შექმნილ „გაურკვევლობას“ ასახელებს. იმ ფონზე, როცა დასავლური ქვეყნები რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე უარს ამბობენ, ინდოეთში რუსული ნავთობის და სხვა რესურსების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. ინდური კომპანიები რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შეძენას დისკონტირებულ ფასებში ახერხებენ. Tata Steel-მა 2022 წლის ...

Read More »

ევროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს

ვროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია სამშაბათს დაასრულებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვას, რადგან ნავთობის ექსპორტი მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა. უნგრეთმა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, არაერთხელ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს სანქციებს ენერგეტიკის სფეროში. სლოვაკეთი ასევე ...

Read More »

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც რუსეთიდან ენერგიის იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა და მინისტრმა, გერგელ გულიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც რუსეთიდან ენერგიის იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს. „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არასდროს დავუჭერთ მხარს ევროკავშირის სანქციების გავრცელებას რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკის სფეროში“, – განაცხადა გერგელ გულიაშმა. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთის ნავთობის აკრძალვის წინადადებით გამოვა, ხოლო იმპორტზე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. უნგრეთი, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული ...

Read More »