ილჰამ ალიევი: თუ აუცილებლობა დადგება, აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს გაზრდის

„ჩვენ 100%–ით ვასრულებთ გაზის მიწოდების კონტრაქტებით ნაკისრ ვალდებულებებს. აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე უნდა გადიოდეს საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ამრიგად, თურქეთთან ერთად, ჩვენი გაზის ექსპორტიორი იტალიაცაა“. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ 2021 წელს აზერბაიჯანიდან იტალიაში 9 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიტუმბა.

„ბუნებრივია, ჩვენ არსებული კონტრაქტების შესაბამისი მოცულობით ვგეგმავთ გაზის მოპოვებას, მეტს არ მოვიპოვებთ. მაგრამ თუ საჭირო გახდა, თუ დადგება ამის აუცილებლობა, პირველ რიგში შევაფასებთ საბადოებს, რადგან ჩვენი მოპოვება ადგილობრივ მოხმარებაზე და ექსპორტზეა გათვლილი. უკვე მოგვმართეს გაზმომარაგების გაზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ არა მხოლოდ იტალიიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც მოგვმართეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

Leave a Reply