რუსეთში ტყე კრასნოიარსკში იწვის

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ხანძარია – ცნობილი ხდება, რომ ტყე მინუსინსკის რაიონში იწვის. ინფორმაციას კი სამთავრობო გამოცემა РИА Новости ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ ფიქსირდება არც ქონების განადგურების ფაქტები.

გამოცემის ცნობით, ხანძრის გამო გადაიკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა.

Leave a Reply