Novatek Green Energy პოლონეთში გაზის ავზების აფეთქების საშიშროების შესახებ აცხადებს

პოლონეთში თხევადი ნავთობით სავსე 500-მდე სარკინიგზო ავზის უმოქმედობის გამო, შესაძლოა აფეთქება მოხდეს, განაცხადა Novatek Green Energy-მ.

“სერიოზული და ძალიან რეალური საფრთხე დაკავშირებულია კომპანიის კონტროლის ჩამორთმევასთან და თხევადი გაზით სავსე 500-მდე ვაგონის შემდგომი ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის შეუძლებლობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია აქტორებს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა პროპან-ბუტანის გაზი გადაზიდვის ტერმინალში დაუყოვნებლად შევიდეს.

26 აპრილს პოლონეთმა სანქციები დააწესა ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ რუსეთში. სანქციების სიაში მოხვედრილ კომპანიებს შორისაა NOVATEK-ი და მისი შვილობილი Novatek Green Energy.

ამოქმედებული ზომების გამო გაზის მიწოდება შეფერხდა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლონეთმა მოითხოვა NOVATEK-ისგან სახელმწიფოსთვის გაზის ინფრასტრუქტურის გადაცემა. მოგვიანებით კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს მიწოდება. მათ ასევე განაცხადეს, რომ “მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დაიცავენ საკუთარ ინტერესებს”.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply