Tag Archives: #ბიტკოინი

ბიტკოინი 7,4% –ზე მეტით გაიზარდა და $34,800-ს გადააჭარბა

CoinDesk– ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინი ბოლო 24 საათში 7,4% –ზე მეტით გაიზარდა და $34,800-ს ასცდა. ეთერიუმმა, ორშაბათს დილით, ისტორიის ყველაზე მაღალ დონეს $ 1,476-ს მიაღწია. კრიპტოვალუტა 6.2% -ით გაიზარდა. სხვა ალტერნატიული კრიპტოვალუტებიც ბიტკოინის სიძლიერის მომენტში იზრდება. ეთერიუმის ფასის უკანასკნელი აღმასვლა მისი ძირითადი ქსელის განახლებას და კრიპტო ინსტიტუციური ინვესტორების დაინტერესებას უკავშირდება.

Read More »

ბიტკოინი კიდევ 6%-მდე შემცირდა

ბიტკოინი ვარდნას განაგრძობს. ხუთშაბათს ბიტკოინი კიდევ 6%-მდე შემცირდა  და 33,000 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. უმსხვილესი ციფრული აქტივი ვარდნის ტენდენციას მას შემდეგ განიცდის, რაც $ 40,000 დოლარიანი ბარიერი გადალახა. ტენდენცია მიანიშნებს, რომ ფასი სპეკულაციურია და კრიპტო ბაზარი ბაბლშია. “ბიტკოინი ახლახანს შევიდა საშიშ ზონაში” – წერს ედვარდ მოია, Oanda– ს უფროსი ანალიტიკოსი ”ეს კრიპტო ბაბლის დასასრული არ არის, უბრალოდ შეიძლება ბიტკოინის $ ...

Read More »

ბიტკოინი შესაძლოა რეგულაციების ქვეშ მოექცეს

2020 წელი მომგებიანი წელი იყო ბიტკოინისთვის. კრიპტოვალუტა თითქმის გაოთხმაგდა და მისი ფასი, რომელმაც 20 000 დოლარს პირველად გადააჭარბა, განაგრძობს ზრდას. Wall Street-ის ვეტერანებმა ის ალტერნატიულ აქტივად აკურთხეს. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა MicroStrategy და Square, ფულადი რეზერვები კრიპტოვალუტაში გადაიტანეს. 2017 წელს მკვეთრი ზრდისა და მომდევნო წელს დრამატული კლების შემდეგ, 2020 წელს ბიტკოინის ღირებულება 300% -ზე მეტით გაიზარდა. როგორც ამას ინვესტორები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია შესაძლოა ...

Read More »

ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების წყალობით სკანდინავია კრიპტომაინინგში ჩინეთს გაუწევს კონკურენციას

ელექტროენერგიის ფასების ვარდნის წყალობით სკანდინავია კრიპტომაინინგისთვის კვლავ მომგებიანი რეგიონია.  კრიპტოვალუტა გიგანტურ კომპიუტერულ ფერმებში მზადდება, რომლებიც რთულ ალგორითმებს ამუშავებენ, რასაც იმდენივე ელექტროენერგია სჭირდება, რამდენიც დაახლოებით 70 000 ოჯახს.  მიმდინარე ბაზრის დინამიკა დიდ კრიპტომაინერებს წარმოებისთვის ჩინეთს, ყაზახეთსა და კანადას სთავაზობს, თუმცა, დღევანდელ და სამომავლო ბაზარზე სკანდინავიის რეგიონი მნიშვნელოვან მნიშვნელოვან კონკურენციას ქმნის. სკანდინავიაში, ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების შედეგად,  ელექტროენერგიაზე ფასი დღეს ევროკავშირის და შესაძლოა ...

Read More »

კრიპტოვალუტის მომხმარებლებმა შეიძლება ყველაფერი დაკარგონ

ბრიტანეთის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოვალუტის მომხმარებლებს აფრთხილებს: „ყველაფრის დაკარგვისთვის მზად იყავით“. „კრიპტო-აქტივებში, საინვესტიციო პორტფელებსა და სესხებში ინვესტირება ინვესტორებისთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული. თუ მომხმარებლები ამ ტიპის პროდუქტებში ჩადებენ ინვესტიციას, ისინი მთელი ფულის დაკარგვისთვის უნდა იყვნენ მზად“ – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. FCA  ფასების ცვალებადობით, პროდუქციის სირთულითა და მრავალი მომხმარებელთა უფლებების რეგულირების ნაკლებობით შეშფოთებულია. გასული წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის ფასი ოთხჯერ ...

Read More »

დეფაქტო აფხაზეთის მრავალწლიანი პრობლემები – მაინინგი და ენერგოკრიზისი

„კომერსანტმა“ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართული ვერსია შემოგვთავაზა: “„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. მცირე ხნით,  აფხაზეთის მოსახლეობამ თითქოს ამოისუნთქა – რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების დაწყების შემდეგ ნორმალური ენერგომომარაგება აღდგა. თუმცა, ცოტა ხანში ეს სიმშვიდე დასრულდა. რამდენიმე დღეში სოხუმის ერთ-ერთ ქვესადგურზე ავარია მოხდა, რომელმაც უშუქოდ თითქმის მთელი ქალაქი დატოვა. ამან, ყველაფერთან ერთად ...

Read More »

რა მოცულობის დენს მოიხმარს კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია საქართველოში

2020 წლის ელექტრობალანსის თანახმად, კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია „ბი ეფ დი სი“ (Bitfury) საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 5%-ს მოიხმარს. ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ. ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის ...

Read More »

ბიტკოინი 20%-ით გაუფასურდა

რეკორდული მატების შემდეგ ბიტკოინის ფასი დაეცა. ინტერნეტპორტალ CoinDesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება დღეს 20%-ით დაეცა და 32 000 აშშ დოლარი შეადგინა. 8 იანვარს ბიტკოინის ფასი 41 000 აშშ დოლარს აღწევდა. ბიტკოინი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაძვირდა. 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა. 2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის ...

Read More »

მესტიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყება

“მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა”,– აღნიშნული ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს და მეორე რიგში, მსგავს პირობებში მანიპულირებამ, მაღალი ძაბვის ქსელში, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 40 ათას დოლარს ასცდა

რიპტოვალუტების ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასი კიდევ გაიზარდა და ამჯერად 40 ათას დოლარს გასცდა. ზრდამ 8,5% შეადგინა – იუწყება CoinDesk. ამით კრიპტოვალუტის ფასმა მორიგ ჯერზე გააუმჯობესა ისტორიული მაქსიმუმი. მიმდინარე კვირის დასაწისში ამ კრიპტოვალუტის ფასმა 35 ათას დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ბიტკოინი – ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ...

Read More »