კრიპტოვალუტის მომხმარებლებმა შეიძლება ყველაფერი დაკარგონ

ბრიტანეთის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოვალუტის მომხმარებლებს აფრთხილებს: „ყველაფრის დაკარგვისთვის მზად იყავით“.

„კრიპტო-აქტივებში, საინვესტიციო პორტფელებსა და სესხებში ინვესტირება ინვესტორებისთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული. თუ მომხმარებლები ამ ტიპის პროდუქტებში ჩადებენ ინვესტიციას, ისინი მთელი ფულის დაკარგვისთვის უნდა იყვნენ მზად“ – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. FCA  ფასების ცვალებადობით, პროდუქციის სირთულითა და მრავალი მომხმარებელთა უფლებების რეგულირების ნაკლებობით შეშფოთებულია.

გასული წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის ფასი ოთხჯერ გაიზარდა. ამან ბევრს 2017 წლის ზრდა და შემდეგ უეცარი ვარდნა გაახსენა.  Bitcoin კვირას და ორშაბათს 21% -ით, 32 400 დოლარამდე დაეცა მას შემდეგ, რაც 8 იანვარს რეკორდულ, 42 000 დოლარიან მაჩვენებელს მიაღწია. გლობალურ ბაზარზე Covid-19-ის გამოჩენის შემდეგ ეს კრიპტოვალუტის ღირებულების ყველაზე დიდი, ორდღიანი კლებაა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply