ელექტროენერგიის ფასების ვარდნის წყალობით სკანდინავია კრიპტომაინინგისთვის კვლავ მომგებიანი რეგიონია.
კრიპტოვალუტა გიგანტურ კომპიუტერულ ფერმებში მზადდება, რომლებიც რთულ ალგორითმებს ამუშავებენ, რასაც იმდენივე ელექტროენერგია სჭირდება, რამდენიც დაახლოებით 70 000 ოჯახს. მიმდინარე ბაზრის დინამიკა დიდ კრიპტომაინერებს წარმოებისთვის ჩინეთს, ყაზახეთსა და კანადას სთავაზობს, თუმცა, დღევანდელ და სამომავლო ბაზარზე სკანდინავიის რეგიონი მნიშვნელოვან მნიშვნელოვან კონკურენციას ქმნის.
სკანდინავიაში, ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების შედეგად, ელექტროენერგიაზე ფასი დღეს ევროკავშირის და შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბითაც ყველაზე დაბალია. კრიპტოვალუტის წარმოებისთვის ეს ფაქტორი რეგიონს და განსაკუთრებით ნორვეგიას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. გარდა ამისა, სკანდინავიური ელექტროენერგია თითქმის არ შეიცავს ნახშირბადს, ძირითადად შედგება ჰიდრო, ბირთვული და ქარის ენერგიისგან, რაც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. სკანდინავია ჩინეთს პოლიტიკური რისკის თვალსაზრისითაც უგებს: სკანდინავიის ქვეყნები სტაბილურობითა და დაბალი პოლიტიკური რისკებით გამოირჩევიან, შესაბამისად ინვესტიციისთვის გაცილებით უსაფრთხო კლიმატს ქმნიან, ვიდრე ჩინეთი. სამომავლოდ ამ რეგიონში დაბრუნება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება კრიპტოვალუტის მაინინგის თვალსაზრისით.