რეკორდული მატების შემდეგ ბიტკოინის ფასი დაეცა. ინტერნეტპორტალ CoinDesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება დღეს 20%-ით დაეცა და 32 000 აშშ დოლარი შეადგინა.
8 იანვარს ბიტკოინის ფასი 41 000 აშშ დოლარს აღწევდა.
ბიტკოინი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაძვირდა. 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა.
2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.
2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.