ბიტკოინი კიდევ 6%-მდე შემცირდა

ბიტკოინი ვარდნას განაგრძობს. ხუთშაბათს ბიტკოინი კიდევ 6%-მდე შემცირდა  და 33,000 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. უმსხვილესი ციფრული აქტივი ვარდნის ტენდენციას მას შემდეგ განიცდის, რაც $ 40,000 დოლარიანი ბარიერი გადალახა.

ტენდენცია მიანიშნებს, რომ ფასი სპეკულაციურია და კრიპტო ბაზარი ბაბლშია.

“ბიტკოინი ახლახანს შევიდა საშიშ ზონაში” – წერს ედვარდ მოია, Oanda– ს უფროსი ანალიტიკოსი ”ეს კრიპტო ბაბლის დასასრული არ არის, უბრალოდ შეიძლება ბიტკოინის $ 30 000-მდე დაცემა გახდეს საჭირო, რომ ინსტიტუციურმა ფულმა მასში ღირებულება დაინახოს”

იანვრის დასაწყისში პიკის შემდეგ, ბიტკოინის ფასი თითქმის 20% -ით დაეცა.

Leave a Reply